თამთა ჩაჩანიძე
15.04.2020

ამერიკელი 44 წლის ჯენიფერ ჰალერი პირველი მოხალისე პაციენტია, ვისზეც კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს. მას ვაშინგტონის შტატში ვაქცინაცია მარცხენა მხარზე გაუკეთეს, ამჟამად იგი იზოლაციაში იმყოფება ქალაქ სიეტლში. მან ბრიტანულ „ტლეგრაფთან" ინტერვიუში ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას საკუთარი განცდები გაუზიარა.

ჰალერის თქმით, კორონავირუსის ინიექციის პროცესი ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის მსგავსი იყო, პირველ დღეს ტემპერატურა ოდნავ მომატებული ჰქონდა, მეორე დღეს კი მკლავი ძალიან ასტკივდა, მაგრამ მალევე გაუარა და შემდეგ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა.

ჰალერმა მომავალ კვირას ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაიკეთოს, ხოლო ერთი წლის განმავლობში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც 44 წლის მოხალისეზე გამოსცადეს, სიეტლის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. თავიდან ვაქცინა ცხოველებზე დატესტეს, პერსპექტიული შედეგების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ვაქცინა ადამიანზეც გამოეცადათ.

ვაქცინაციისთვის 45 მოხალისე შეირჩა,რომელთაც ინიექციის ორი დოზა 28 დღის ინტერვალით გაუკეთდებათ. მოხალისეების ჯანმრთელობაზე მონიტორინგი 2021 წლის ზაფხულამდე განხორციელდება.

ამჟამად ვაქცინაზე გამალებით მუშაობენ, სულ მცირე, 70-მდე უნივერსიტეტსა და კვლევით ინსტიტუტში ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია, ჩინეთი და ა.შ. არის მნიშვნელოვანი პროგრესიც, თუმცა ბევრი სპეციალისტი მაინც მიიჩნევს, რომ ვაქცინაზე მუშაობა, სხვადასხვა გათვლით, 12-დან 18 თვემდე გასტანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონეს   (16.04.2020)
შენ ნამდვილად დაგენძრა. სიკვდილის ბუზი უკვე დაგაჯდა...

ჭორლეონე   (15.04.2020)
ანუ 1 წელი მინიმუმ. მერე კიდე დიდი ხანი წამლის წარმოებამდე და აქამხე მოსვლამდე. დანძრეული გვაქვს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×