თამთა ჩაჩანიძე
14.04.2020

დაბადების დღის აღნიშვნა, რომელსაც 28 სტუმარი ესწრებოდა, ტრაგიკულად დასრულდა. ოჯახური წვეულების გამართვიდან სამი კვირის შემდეგ 3 სტუმარი კორონავირუსისგან გარდაიცვალა, კიდევ 10 სტუმარი კი ასევე დაინფიცირებული აღმოჩნდა და ახლაც აგრძელებს მკურნალობას.

ეს საბედისწერო დაბადების დღე ბრაზიალიში, სან პაულუს გარეუბანში 13 მარტს შედგა. იმ დროისთვის, ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ -19 ვირუსით ინფიქცირების მხოლოდ 98 შემთხვევა იყო დადასტურებული, გარდაცვალება კი დაფიქსირებული არ ყოფილა.

3 კვირის შემდეგ, 8 აპრილს, ქვეყანას უკვე 16 ათასზე მეტი დადასტურებული ინფექციის შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა.

იუბილარი ვერა ლუსია პერეირა იყო, რომელსაც 13 მარტს 59 წელი შეუსრულდა. ბრიტანულ „ბი-ბი-სი"-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო თავიდან წვეულების გაუქმებაზეც ფიქრობდა, თუმცა, რადგანაც ბრაზილიაში შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული, ყველფერი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და ქვეყანაში ინფექციის მინიმალური შემთხვევები იყო, დაბადების დღე მაინც გადაიხადა.

იუბილეს ოჯახის ახლო ნათესავები დაესწრნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი სტუმრების დაახლოებით ნახევარს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. თუმცა ინფიცირებულთაგან უმეტესობას დაავადების მსუბუქი ფორმა გამოუვლინდა, რაც სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა.

აპრილის დასაწყისში იუბილარის მეუღლე და მისი ორი ნათესავი გარდაიცვალა. ექიმებმა მათი სიკვდილის მიზეზად კოვიდ-19 დაასახელეს, მათგან ერთს თანმხლები ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

იუბილარის მეუღლე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, ჯანსაღ ცხოვრებას მისდევდა, ვარჯიშობდა და ველოსიპედით ხშირად სეირნობდა, ის პაციენტებისგან ყველაზე ჯანმრთელად ითვლებოდა, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა და საავადმყოფოში შესვლისას მისი მდგომარეობა სტაბილურად შეაფასეს. თუმცა, ორი დღის შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილთაგან ორი ოზოლირებულად დაკრძალეს, ხოლო ერთ მათგანს კრემაცია ჩაუტარეს. დაკრძალვის ცერემონიაზე ათზე მეტი ადამიანი არ დასწრებია, როგორც ამას ბრაზილიაში შემოღებული ახალი წესი მოითხოვდა.

ისინი კი, ვინც ამ საბედისწერო წვეულებას გადაურჩნენ, იზოლაციაში არიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მოერიდონ კონტაქტებს და სახლში დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაილ ბორსონარუ სოციალური დისტანციის წესებსა და ზოგადად პანდემიის საშიშროებას ეჭვქვეშ აყენებს და კოვიდ-19 ინფექციას „მსუბუქ გრიპს" უწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×