თამთა ჩაჩანიძე
14.04.2020

კორონავირუსის ის გენომი, რომელიც 2019 წლის 24 დეკემბერს ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოყვეს და შეისწავლეს, არ წარმოადგენს საწყის შტამს, რომლისგანაც დედამიწაზე კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. შესაბამისი დასკვნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს, რომელიც ჟურნალმა „Proceedings of the National Academy of Sciences"-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერებმა კორონავირუსის 150 სრული გენომი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ არსებობს ამ დაავადების გამომწვევი ვირუსის სამი ვარიანტი, რომელთაც პირობითად უწოდეს „ა", „ბე" და „ცე" ტიპის ვირუსები. ეს ვარიანტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან გენომში ამინომჟავების თანმიმდევრობით, რაც მუტაციების შედეგია.

აღმოჩნდა, რომ „ა" ტიპის ვირუსი ყველაზე ახლოს დგას იმ ვირუსთან, რომელიც ღამურების პოპულაციაშია გავრცელებული. შესაბამისად, მეცნიერთა დასკვნით, სავარაუდოდ სწორედ „ა" ტიპის ვირუსი წარმოიქმნა თავდაპირველად კორონავირუსის ე.წ. ველური ვერსიისგან.

რაც ყველაზე საინტერესოა, გაირკვა, რომ ევროპასა და აშშ-ში გავრცელებულია ძირითადად მხოლოდ „ა" და „ცე" ტიპის ვირუსი, ჩინეთსა და მთლიანად აღმოსავლეთ აზიაში კი - მხოლოდ „ბე" ტიპის.

„ბე" ტიპის ვირუსი „ა" ტიპის ვირუსისგანაა წარმოშობილი, ხოლომ რატომ არ მოხდა აზიის გარეთ მისი გავრცელება, მეცნიერებს ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ და სხვადასხვა ჰიპოთეზას განიხილავენ. მაგალითად, „ბე" ტიპის ვირუსის ევროპაში გავრცელება ეკოლოგიური სახის რაიმე ბარიერმა შეაფერხა, ან, შესაძლოა, „ბე" ტიპის ვირუსის მიმართ, აღმოსავლეთ აზიის მცხოვრებლებისაგან განსხვავებით, დედამიწის დანარჩენ მოსახლეობას გარკვეული იმუნიტეტი აღმოაჩნდა.

რაც შეეხება „ცე" ტიპის ვირუსს, მეცნიერთა დასკვნით, იგი მუტაციის გზით „ბე" ტიპის ვირუსისგან წარმოიშვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×