ია აბულაშვილი
13.04.2020

"ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, თუ სწორია, არ ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, რადგან ეპიდემია არ არის იმ მასშტაბის. უმჯობესია, გაკეთდეს მოსახლეობის ინტენსიური შემოწმება, თუ ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს"- აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით.

"შექმნილი სიტუაცია  თუ პოლიტიკური მიზნით იქნება გამოყენებული, ეს მაინც არ დაიმალება და ამას შეიძლება სერიოზული პროტესტი მოჰყვეს. რაც შეეხება ეკონომიკას და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ეს ცალკე საფიქრალია, სადამდე გაძლებენ ადამიანები შემოსავლების გარეშე. 

“ამიტომ, სიტუაცია მატერიალური თვალსაზრისით კარგი ვერ იქნება, როცა მთავრობის ხელთ არსებული რესურსი უმნიშვნელოა. ქვეყნების უმეტესობამ კი ჩაკეტა მარცვლეულისა და სხვა პირადი მოხმარების საქონლის გატანა, რაც მოსალოდნელ საფრთხეებზე მიანიშნებს,  განსაკუთრებით ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფაში.

“გაზაფხული დაიწყო და მთავრობის მხრიდან არაფერი თქმულა იმაზე, რა ეშველება სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას. რამდენიმე სოფლიდან უკვე დამიკავშირდნენ, რომ ერთი ჰექტარის მოხვნა ღირს 350 ლარი, ცალკე საწვავის ფული ტრაქტორისთვის. 

“ანუ ფულის მასიური არქონის გამო მიწებს ვერ ვამუშავებთო. მთავრობა კი გვეუბნება, რომ კრიზისი რომ დასრულდება, ბანკებს მივცემთ 2 მილიარდ ლარს და ვისაც ჩათვლის საჭიროდ, იმას მისცემენ ფულს. 

“ბანკს არ ევალება ქვეყნის პრობლემების  მოგვარება, მცირე და საშუალო ბიზნენის განვითარება; ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და არ შეიძლება სახელმწიფოს სტრატეგია პრიმიტივამდე იყოს დაყვანილი. 

ჩემი აზრით, თავად ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს ქვეყნის გაყინვა.  

“ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, თუ სწორია, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას არ ითხოვს, რადგან ეპიდემია იმ მასშტაბის არ არის. ამის ნაცვლად შეიძლება გაკეთდეს მოსახლოების ინტენსიური შემოწმება, თუ ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს.  

“სერიოზულად არის საუბარი დასავლეთში იმაზე, რომ თუ  სიტუაცია ნორმალიზებული არ იქნება და გაღარიბების პროცესი არ შეჩერდება, სოციალური აფეთქების პერსპექტივა არსებობს. მართალია ქართველებს როგორც წესი სოციალურ ნიადაგზე  პროტეტსი არ გააჩნიათ, ისინი შეეგუენ უმუშევრობას და სიღარიბეს.  მაგრამ თუ სადმე მოხდა ამის პრცენდენტი, შეიძლება გადამდები იყოს. 

“ამიტომ, რაც შეიძლება ხელისუფლებამ სწრაფად  უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსალოდნელი პრობლემების მინიმიზება მოახდინოს"- განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×