ტატა შოშიაშვილი
12.04.2020

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებ განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება, საკუთარ ასაკოვან დედას თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევა არ აპატია. მან თავად დაურეკა პოლიციას, როდესაც გაიგო, რომ დედამისი, მისი მკაცრი გაფრთხილებისა და თხოვნის მიუხედავად, სახლიდან განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მაინც გავიდა. შედეგად, დედა დააკავეს, დააჯარიმეს და სახლში თვითიზოლაციაში დააბრუნეს.

ეს შემთხვევა მოსკოვში მოხდა და ამის შესახებ რუსული „ტელეგრამის" არხი „ბაზა" წერს.

66 წლის ქალბატონი ქმართან ერთად მოსკოვში, საკუთარ ბინაში თვითიზოლაციის რეჟიმში ცხოვრობდა. მან თავისი მეგობრისგან გაიგო მოსკოვში მოქმედი ერთ-ერთი „იატაკქვეშა" სილამაზის სალონის შესახებ, რომელიც, მიუხედავად აკრძალვისა, კარანტინის პირობებშიც აგრძელებდა არალეგალურად მუშაობას. მეუღლეს, რომელთან ერთადაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, უთხრა, რომ ნაგვის გადასაყრელად მიდიოდა, სინამდვილეში კი ვარცხნილობის გასაკეთებლად წავიდა.

ნახევარი საათის ლოდინისა და უპასუხოდ დატოვებული სატელეფონო ზარების შემდეგ, თვითიზოლაციაში დარჩენილი მამაკაცი მიხვდა, რომ მეუღლემ მოატყუა და 35 წლის ქალიშვილს დაურეკა, რომელმაც მშობლებს კატეგორიულად აუკრძალა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა მათივე უსაფრთხოებისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ შვილმა მოახერხა ტელეფონით დედასთან დაკავშირება, რომელიც შვილს გამოუტყდა, რომ სილამაზის სალონშიიყო და სამედიცინო პირბადეც ეკეთა.

ამის შემდეგ შვილი პოლიციას დაუკავშირდა, აცნობა დედის საქციელის შესახებ და დაუსახელა ორი სავარაუდო მისამართი, სადაც, შესაძლოა, დედამისი წასულიყო.

პოლიციამ ურჩი ქალბატონი მალევე იპოვა. სამართალდამცვებმა არალეგალურად მომუშავე სილამაზის სალონი დახურეს, ხოლო კანონდამრღვევი კი ვითიზოლაციაში დაუბრუნეს მეუღლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მარინა   (12.04.2020)
aseTi ram chvenTan Zneli warmosadgenia,madloba upals


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×