სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    23.10.2019

     ცნობილი „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი მეტსახელად „ტარო", რომელიც ევროპაში „რუსული მაფიის" მეთაურად არის მიჩნეული, რუსეთმა ესპენეთს გადასცა, სადაც მას სასამართლო და 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ტარო" ინტერპოლით ესპანეთის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობის ეჭვის გამო იძებნებოდა, ოთხშაბათს კი იგი მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში რუსეთმა ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცა.

    ტარიელ ონიანი მეტსახელად „ტარო" ტყიბულის რაიონშია დაბადებული და გაზრდილი, თუმცა ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული და იქ კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. მიმდინარე წლის 9 აპრილს მან ორენბურგის რეგიონი დატოვა, თუმცაღა იგი აეროპორტში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს.

    ესპანეთში ტარიელ ონიანი ე.წ. "რუსული მაფიის" საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, ამ საქმეში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია 2005 წლის ზაფხულში ჩატარდა, როდესაც ერთ დღეში 28 ადამიანი დააკავეს. რომელთაც კავშირი „რუსულ მაფიასთან" ჰქონდათ და ბრალი ედებოდათ კაფეებისა და რესტორნების მეშვეობით ფულის გათეთრებაში. გამოძიების თანახმად, მათ ეს თანხა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში აზარტული თამაშიდან და ადამიანების გატაცებებიდან ჰქონდათ მიღებული.

    ესპანური მედიის ცნობით, ონიანს 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×