სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    14.10.2019

     ჩვენი ერის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები საქართველოში ყველაზე წმინდა ადგილს, სვეტიცხოველს უკავშირდება, ხალენისა და კვართის საბრძანებელს. ცხოველმყოფელი სვეტი კი საგალობელში იხსენიება, როგორც "ზეცისა და ქვეყნის" შემაერთებელი.

    ქრისტიანული დღესასწაული სვეტიცხოვლობა საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულა სადიდებლად "კვართისა და სვეტის, ღმრთივბრწყინვალისა და მირონწმინდისა.

    ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სინოდისა და აბიათარის ხსენებაც. მცხეთაში სვეტიცხოვლობას ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მომლოცველები, იმართებოდა დიდი წირვა და პურობა.

    საუფლო კვართის შესახებ ცნობებს გვაწვდის წმინდა მამა კვირიანე კართაგენელი, ისიდორე პულუსიოტე, მაქსიმე აღმსარებელი, ფილოსოფოსი ბერი თეოდორე ზიგბენი და სხვა სწავლულები.

    ღვთისმშობელს იესოს ყრმობისას მოუქსოვია კვართი, რომელიც ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი. ამ ნეტარმა სამოსელმა ღრუბელივით შეიწოვა სისხლი, ოფლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

    ქრისტეს შობამდე 600 წლით დრე, როდესაც ნაბუქოდონოსორმა ისრაელი დაარბია, ებრაელების ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა და თან ჩამოიტანეს უდიდესი სიწმინდე - წმინდა ილია წინასაწმეტყველის ხალენი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარშია დაფლული.

    სხვადახსვა ქვეყნებში განდევნილი ებრალები, პასეკის ჟამს იერუსალიმში იყრიდნენ თავს, ამ დროს დაემთხვა მაცხოვრის ჯვარცმა, რომელსაც საქართველოში ჩამოსახლებული ებრაელები ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსანელი ესწრებოდნენ. ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა სასწაულებრივად მცხეთაში ელიოზის დედას ესმა. მომხდარით თავზარდაცემულმა აღმოსთქვა - "მშვიდობით, მეფეო ისრაელთა, რამეთუ უგუნურობით მოჰკალით უფალი და მაცხოვარი ყოველთა!" და განუტევა სული.

    როცა საუფლო სამოსელი განიყვეს და კვართზეც წილი ყარეს, კვართი ელიოზს შეხვდა. ეს უდიდესი სიწმინდე ელიოზმა მცხეთაში ჩამოაბრძანა. მისი და სიდონია ტირილით შეეგება ძმას მცხეთის კარიბჭესთან, მკერდში ჩაიკრა და დედის მსგავსად უფლის ვნების განმცდელი მსწრაფლ აღესრულა.

    კვართისა და სიდონიას დაშორება ვერავინ შეძლო და ერთად დაკრძალეს. კვართი უფლისა, ქართველი ერის ქრისტიანობაზე დაწინდვის ნიშანი და მისი საფარველია, რომელიც წყალობად ღვთისმშობლის წილხვედრობის გამო მიიღო.

    იბერიაში წმინდა ნინოს შემობრძანებით, მისი ლოცვით და ღვთის სასწაულით მეფე მირიანმა თავის ბაღში ტაძრის აგება გადაწყვიტა, რისთვისაც მოკვეთეს აქ ამოსული უმშვენიერესი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს; 6 ბოძი აღმართეს, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს ძვრაც ვერ უყვეს, რადგან საკვირველი ძალა აკავებდა.

    წმინდა ნინომ იხილა "ხილვა განსაკრთომელი"- სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ ძირიდან საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა სწორედ ამ სახით. ამ სასწაულმა ხალხს რწმენა უფრო განუმტკიცა.

    სვეტიცხოვლის აღმართვის ადგილზე მალევე აშენდა ხისგან პირველი ტაძარი. მოგვიანებით კი ვახტანგ გორგასალმა აქ ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე.

    ტაძარი აბულ ყარსის გადაუწვას მე-11 საუკუნეში, მაგრამ მალევე აუდგენიათ. გიორგი პირველის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ეკლესი ააგებინა (1010-1029 წ). ტაძარი ძლიერ დაზიანდა თემურ ლენგის შემოსევის დროს, რომელიც ხელახლა აღუდეგია ალექსანდრე დიდს. შაჰ თამაზისა და მისი შვილისშივლის შაჰ- აბასის შემოსევისას ტაძარი კიდევ უფრო დაზიანდა.

    ამბობენ შაჰაბასმა, რომელმაც ასე შეურაცყო ტაძარი, კვართის ხელყოფა ვერ შეძლოო. 1656 წელს როსტომ მეფის მეუღლემ მარიამ დედოფალმა ტაძრის გუმბათი აღადგინა, 1675 წელს კი კათოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით გოდოლიც განუახლებიათ, რომელიც "მოქცევა ქართლისაისა" სცენებით არის მოხატული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნიკოლოზი   (14.10.2019)
    დიდება უფალს! და წმინდა სვეტიცხოველის მადლი შეგვეწიოს ამინ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×