სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „მატროსოვის" ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს.

    ხოშტარიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კომუნიკაცია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებთან.

    „მე რეგულარულად დავდივარ ყველა პატიმართან, რომელიც დაკავებულია „გავრილოვის ღამის" მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი არიან მოქალაქეები, საერთოდ არ არიან პარტიულები. მთლიანად ეს არის საქმე, რომელიც მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში უკანონობაზე და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მქონდეს ურთიერთობა ამ პატიმრებთან. ეს ის თემაა, რომლის წინააღმდეგაც აუცილებლად ვაპირებ ბრძოლას.

    ეს არის მთავარი მოტივაცია და ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სხვა პარტიას წარმოადგენს, განსხვავებული პოლიტიკური და პარტიული პოზიციები გვაქვს, საჭიროდ ვთვლი, რომ როგორც პატიმარი ამ აბსურდული ბრალდებით, მოვინახულო და მოვიკითხო. რადგან „მატროსოვზე" მხოლოდ ირაკლი ორუაშვილია, დღეს აქ შევდივარ, ცოტა ხნის წინ ვიყავი გლდანში და ყველა დანარჩენი მოვინახულე", - განაცხადა ხოშტარიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (16.09.2019)
    ლიდერობაზე აქვს პრეტენზია ამ ქალბატონს,როცა ჩემი თვალით ვნახე- სახელმწიფო გ ა დ ა ტ რ ი ა ლ ე ბ ი ს ნაღდი მცდელობა, წყლის ჭავლით გაქცეულები, კვლავ რომ გროვდებოდნენ და პარლამენტის ასაღებად ი ქ ა ჩ ე ბ ო დ ნ ე ნ როგორ უსირცხვილოდ უ ა რ ყ ო ფ ს ეს ქალი ამ მომხდარ ფაქტს და რაღაცას ჩმახავს, ლამის გმირებად წარმოაჩინოს ეს გამოთაყვანებული , დაბოლილი ბიჭები, ბრძოლის ჟინით აღტყინებული ავაზაკები. გადატრიალებებმა და სამოქალაქო ომმა რაც მოგვიტანა, ვნახეთ. სიგუა და კიტოვანი, გოგი ხოშტარია და ნოდარ ნათაძე დღესაც კარგად არიან, ის საწყალი ბიჭები კი მიწაში დალპნენ.ასე სურდათ ახლაც, მთელი ნაც-ელიტა პარლამენტის შიგნით ელოდა ამ საწყალი ბიჭების და ოქრუაშვილ- სანიკიძის იქ შ ე ჭ რ ა ს. შტერები ვგონივართ ამ ქალს ქართველები? მთავრობას რომ მათი დასჯის თავი არ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ არის საქმეში გარკვეული და 20-21 ივნისის მოვლენებს სწორად არ აღიქვამს.მოღალატე მამის მოღალატე შვილია საქართველოსი ეგ ელენე ხოშტარია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×