სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    20.08.2019

     „ფინანსური კრიზისი გვაქვს და ვუთხარი კიდევაც მათ. უახლოეს მომავალში უნდა დარიგებულიყო ეს ხელფასები. შეთანხმებული გვქონდა, იცოდნენ ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არასწორია ის განცხადება, თითქოს სამ ადამიანს არ მიეცა ხელფასი, გაცილებით მეტი ადამიანია და არანაირ დისკიმინაციაზე საუბარი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადების საპასუხოდ.

    პაატა სალია ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ სამ თანამშრომელზე არ არის, ტელეკომპანიაში ფინანსური კრიზისის გამო, ხელფასები ათეულზე მეტს არ მიუღია. მისი განცხადებით, „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ხელფასებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

    „ათეულზე მეტ ადამიანზეა საუბარი და ვის მიმართაც კომპანიას დავალიანება აქვს, ის ადამიანები აუცილებლად მიიღებენ ხელფასს. აქ დროის საკითხია. იციან კომპანიაში რა მდგომარეობაც არის და სწორედ ამის გამო ვერ მოხდა ყველასთვის ხელფასების მიცემა.

    „ასეთი საკითხები ადრეც ყოფილა კომპანიაში. იყო პერიოდები, როდესაც საერთოდ ხელფასები გაუყინავთ და არ გადაუხდიათ. ნაწილს მიღებული აქვს, ნაწილს ჯერ კიდევ არა. ამაზეც ვმუშაობ, რომ ის ძველი დავალიანებიც გავისტუმრო.

    „პრიორიტეტი, ალბათ, ასე იყო მანამდეც - პირველ რიგში უფრო დაბალხელფასიან თანამშრომლებზე უნდა დარიგდეს ხელფასები და შემდგომ უკვე მაღალხელფასიანებზე," - განაცხადა პაატა სალიამ.

    ცნობისათვის, „ნანუკას შოუს" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტმა სამი წამყვანი ჟურნალისტი გამოარჩია, რომლებსაც ხელფასები არ ჩაერიცხათ.

    „რუსთავი 2"-დან არ წამოვალ მანამ, სანამ ჩემს სათქმელს ვამბობ. იმიტომ, რომ, პროტესტის ფორმა ხომ უნდა იყოს რატომ მივდივარ არხიდან? იმ შემთხვევაში წავალ არხიდან, რომელშიც 17 წელი გავატარე, თუ ჩემს სათქმელს ვერ ვიტყვი.

    „გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ, მაგრამ, 800 კაცს ურიგებენ, 3 კაცი აგვარჩიეს და ჩვენ არ გვირიგებენ. მიუხედავად ამისა, რომც არ ჩამირიცხონ ივნისის და აგვისტოს ხელფასი, მაინც არ წავალ", - ამბობს ჟორჟოლიანი „აიპრესთან" საუბრისას.

    ხოლო კითხვაზე, მის გარდა კიდევ, ვის არ მისცეს ხელფასი, ჟორჟოლიანი პასუხობს - „ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Gio   (20.08.2019)
    Gorjolianis mkvdar da cocxals sheveci.moashoret mag dampali naci da mihas trakis mlokavi rustavi ors!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×