სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.06.2019

     „ღონისძინება 18-23 ივნისს ჩატარდება. ლოკაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მკაცრი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს რუსთაველის გამზირი არ იქნება. ხოლო მოცემულ მომენტში ღონისძიების გაუქმება არ განიხილება," - აცხადებს „რეზონანსთან" „თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი ლგბტ კვირეულის ჩატარების შესახებ საუბრისას.

    „თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით ორიოდე დღის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება. მათი ცნობით, „თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული იმ ლოკაციებზე, სადაც „თბილის პრაიდი" ღონისძიების ჩატარებას აპირებს. ამიტომაც შესაბამისმა უწყებამ ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული გზა შესთავაზა - ღონისძინება დახურულ სივრცეში გამართულიყო, რასაც „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები არ დათანხმდნენ. ისინი ლოკაციასთან დაკავშირებით შსს-სგან ახალ შემოთავაზებას ელიან.

    სოზაშვილი აცხადებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დახურულ სივრცეში ღონისძიების ჩატარება არ პასუხობს. მისი თქმით, ღონისძიების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა ლოკაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

    „ღონისძინება ჩატარდება 18-23 ივნისს და ამ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშიროსო კონფერენცია, სოციალური თეატრი და ღირსების მარში, რომლის მარშუტები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ.

    „ლოკაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მკაცრი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, რომელი კონკრეტულ კოლაცია იქნება, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იქნება რუსთაველის გამზირი. ხოლო მოცემულ მომენტში ღონისიების გაუქმება არ განიხილება," - აღნიშნა მან „რეზონანსთან" საუბრისას.

    როგორც „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი ამბობს, შსს-სგან ელოდებიან ახალ შეთავაზებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი უწყების მითითებას არ გაითვალისწინებენ - ისინი არ აპირებენ ღონისძინების დახურულ სივრცეში ჩატარებას.

    „მანამდე შევთავაზეთ ორი ალტერნატიული მარშრუტი და ვთხოვდით კონკრეტულ გეგმას, როგორ აპირებდნენ უსაფრთხოების უზურნველყოფას. მათ დახურული სივრცხე შემოგვთავაზეს. საუბარი იყო სტადიონზე, ან კლუბის ტერიტორიაზე, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით.

    „მათ სხვა ქუჩა და ტერიტორია არ შემოუთავაზებიათ. აქ მხოლოდ დახურულ სივრცეზე იყო საუბარი, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას არ გულისხმობს. სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ახალ მოლაპარაკებას, რომ სხვა ქუჩაზე შევჯერდეთ. თუმცა არ განვიხილავთ იმას, რომ კლუბის ან სტადიონის ტერიტორიაზე გადავიტანოთ ეს ღონისძიება," - განაცხადა თამაზ სოზაშვილმა.

    ცნობისათვის, მართლმადიდებელი სასულიერო პირები თბილისში ლგბტ კვირეულის ჩატარებას ეწინააღდეგებიან. სამმა დეკანოზმა ამ თემასთან დაკავშრებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მღვდლები ხელისუფლებას და ხალხს აფრთხილებენ, რომ მსგავსი კვირეული არ უნდა შედგეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×