ნათია ფეხშველაშვილი
19.05.2019

 „არის ეჭვი, რომ ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც დელფინებს ახასიათებთ",- გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე, შავი ზღვიდან მკვდარი დელფინების გამორიყვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

„მე რამდენადაც ვიცი, ამ საკითხის მიზეზის დადგენა ახლა მიდის. არის ეჭვი, რომ ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც დელფინებს ახასიათებთ. სრულიად შესაძლებელია, რომ თევზჭერის წესების დარღვევა ოყოს, იმიტომ, რომ ჩვენთან ძალიან ბვერი სეინერია, ახლა კი არ არის, მაგრამ მანამდე იყო და შეიძლება დაზიანდნენ და ამას უნდა კვლევა.

„მეორე მომენტია, რომ ზღვიდან მკვდარი დელფინების გამორიყვა ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა ზღვაში ხდება რაღაც, თუნდაც ჟანგბადის ნაკლებობა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს სერიოზული კვლევა",- აცხადებს ჩხობაძე.

ყოფილი მინისტრის თქმით აღნიშნული მიზეზები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ეს მოვლენა არსებობს, ეს მოვლენა დაფიქსირდა შარშანაც და წელსაც. ადამიანზე ეს ვირუსი არ გადადის და საშიში არ არის", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×