სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    18.05.2019

     17 მაისს თელავისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთდოულად შეუძლოდ გახდნენ. გავრცელებული ინფორმაციით თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები, ხოლო ტყიბულის შემთხვევაში მოსწავლეებს ზოგიერთს თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, ზოგს კი ტანზე გამონაყარი და ქავილი.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე პაატა იმნაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ თელავის საჯარო სკოლის ბავშვებს ნამდვილად აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და აღნიშნული შემთხვევა კვლევის პროცესშია, ხოლო ტყიბულის შემთხვევაში მოწამვლას ადგილი არ ჰქონია.

    „თელავის შემთხვევაში ბავშვებს ნამდვილად აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა. წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, მიმდინარეობს კვლევა.

    „ტყიბულში კი არ ყოფილა არავითარი მოწამვლა. ამ შემთხვევაში არაფერი ისეთი არ იყო, ადგილი არ ჰქონია თავბრუსხვევას, ბავშვებს ჰქონდათ ალერგიული ფხანა, ყველა ბავშვი ჯანმრთელადაა, ისინი საავადმყოფოდან სახლში გაეწერნენ", - აცხადებს პაატა იმნაძე.

    თუმცა, ტყიბულის საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი 16 მოსწავლიდან სამი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ტყიბულის „ევექსის" კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კლინიკაში დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე გუშინ შეიყვანეს, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, რის შემდეგაც მოსწავლეები გაწერეს.

    მოგვიანებით კლინიკას სამმა მოსწავლემ ისევ მიმართა, ადგილობრივმა ექიმებმა გაუწიეს პირველადი გადაუდებელი დახმარება, ამავდროულად გამოიძახეს რეანიმობილი და არასრულწლოვნები გვიან ღამით შემდგომი კვლევის მიზნით თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის ორი მეშვიდეკლასელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ინტოქსიკაციის ნიშნებით ასევე გუშინ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორივე მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მოსწავლეები გაზის სუნით მოიწამლნენ.

    მოსწავლეების გაზით მოწამვლას გამორიცხავს სკოლის დირექტორი, ნანა ქევხიშვილი ირწმუნება, რომ უცნაური სუნი საკლასო ოთახში ფანჯრიდან შევიდა. სკოლის ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×