სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    18.05.2019

     ნაკლებად გამწვანებულ თბილისს კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრა - დედაქალაქში მარადმწვანე ფიჭვებს ქერქიჭამია გაუჩნდა. ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ქერქიჭამია ჩვეულებრივი ტყის მავნებელია და თუ ხეებს დროულად შეწამლიან, დაავადება მთელ თბილისს აღარ მოედება. 

    „ქერქიმჭამია ჩვეულებრივი ტყის მავნებელია. რომელიც ქალაქში ნაკლებად არის. ამ მწერის დროული მოშორება ადვილია ფიჭვებისთვის შესაბამისი წამლების გაკეთებით, მაგრამ, თუ ძალიან დაზიანებულია, ის ხე უნდა მოჭრა.

    „რეალურად ასე მარტივად მოჭრა არ შეიძლება. მე რამდენადაც ვიცი, ქერქიჭამია ნაკლებად იყო თბილისში. ხის მწერი ასე მარტივად მთელს ქალაქს არ მოედება. თუ ხეებს მკურნალობას ჩაუტარებენ, რეალურად არაფერი მოხდება", - ამბობს ჩხობაძე.

    იგი მიიჩნევს, რომ დაავადებული მოჭრილი ფიჭვები მაშინვე უნდა განადგურდეს, რადგან მოჭრილი ხეებიდან შეიძლება მწერი ჯანმრთელ ხეებსაც გადაედოთ.

    „დაავადებული ფიჭვების დაყრა არაფრით არ შეიძლება, ის მაშინვე უნდა გაიწმინდოს და გავიდეს ტერიტორიიდან, რომ არ გადაედოს სხვა ჯანმრთელ ხეებსაც.

    „ამ დაავადების მკურნალობის წესბი არსსებობს. ყველა ნორმალურმა ენტომოლოგმა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს", - აცხადებს ჩხობაძე.

    ქერქიჭამია საქართველოს ნაძვის ტიპიური მავნებელია, რომელიც ჩადის 3-4 სმ მერქნის სიღრმეში, რის შედეგადაც ვითარდება მერქნის სიდამპლის გამომწვევი სოკოები. ხეების დროული პრევენციით შესაძლოა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×