სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    15.12.2017

     მომავალი კვირიდან ბაღებში უკვე იწყება წინასაახალწლო ღონისძიებები, თუმცა ბაღების უმეტესობა მშობლებს მათზე არ ასწრებს.

    როგორც "რეზონანსს" ბაგა-ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ეს არ არის სააგენტოს რეგულაცია და თითოეული ბაღი ინდივიდუალურად წყვეტს, დაასწროს თუ არა მშობელი ღონისძიებას. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაღების დიდი უმრავლესობა მშობლებს საბავშვო ზეიმზე დასწრებას უკრძალავს.

    "საბავშვო ღონისძიებებზე მშობლების არდაშვებასთან დაკავშირებით სააგენტოს არავითარი აკრძალვა და რეგულაცია არ გაუცია. ამ საკითხს ბაღები დამოუკიდებლად წყვეტენ, როგორც წესი, იმ მიზეზით, რომ მშობლის დანახვისას ბავშვები იბნევიან, ჭირვეულობენ და ა.შ. ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი მითითება არ გაგვიცია," - განაცხადეს სააგენტოში.

    ბაღების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე მშობლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, მის შვილს ბაღში ზეიმი ორშაბათს აქვს, თუმცა მასზე დასწრების უფლება არ მისცეს.

    "ორშაბათს ჩემს შვილს პირველი ზეიმი აქვს და, რა თქმა უნდა, დასწრება ძალიან მინდოდა, თუმცა ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ ზეიმს ვიდეოზე გადაიღებენ და ისე გვაყურებინებენ.

    "მიზეზად მითხრეს, რომ მშობლების დანახვაზე ბავშვები იბნევიან და ვერაფერს აკეთებენო. სიმართლე გითხრათ, ეს მიზეზი ჩემთვის მიუღებელია. როგორც უნდა დაიბნეს, ჩემი შვილის პირველი ზეიმის ყურება ნამდვილად მინდოდა," - გვითხრა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ***   (15.12.2017)
    მერე არ გაუშვათ,აქ რაღაცაშია საქმე,ადრე არაფერი იყო ასეთი,ადრე რატომ არ ობნეოდნენ?ეტყობა იქ ხდება ის რაც არ უნდათ აჩვენონ მშობლებს,მგონი ასეთი არასასურველ ლგბტ-სთან დაკავშირებული ჰქონდათ პროგრამაში.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved