სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    22.11.2017

     შესაძლოა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ვეტერანთა დასაქმება კონკურსგარეშე მოხდეს, ხოლო მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავსუფლება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდეს. ამას ითვალისწინებს "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივა.

    კანონპროექტის ავტორია ააიპ "სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და ვეტერანთა სამართლებრივი მომსახურების ცენტრი", სადაც ამბობენ, რომ ეს არის პირველი მცდელობა, როდესაც საკანონმდებლო გზით სურთ, დაიცვან ვეტერენთა უფლებები შრომითი მოწყობისა და საბინაო უზრუნველყოფის საკითხებში.

    კანონპროექტში ვკითხულობთ:

    "მიუხედავად იმისა, რომ შრომითი სადაქმების სფეროში ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია, გვევლინება ამ კუთხით, სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტად, სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სადაქმების საკითხი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროების, უწყებების სხვადასხვა სიპ-ის მიერ, არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელია, რომ არაფერი ვთქვათ კერძო სამართლის სუბიექტების შესახებ, რომელთაც ამ მხრივ არავითარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა კანონმდებლობით არ აკისრიათ," - ნათქვამია დოკუმენტში.

    ავტორების თქმით, ცვლილება უნდა შევიდეს "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონში და აღნიშნული ნორმატიული დოკუმენტის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

    "ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

    ა) საპენსიო უზრუნველყოფას "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად;

    ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ "ვეტერანთა" სადაქმება მოხდეს კონკურსგარეშე, ხოლო მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავსიუფლება - უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში;

    გ) უბინაო ვეტერანები, დადგენილი სანიტარიული და საყოფაცხოვრებო ნორმების შესაბამისად, დაუყოვნებლივ იქნენ დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ბინით;

    დ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია კანონპროექტში.

    აღნიშნული პროექტის თანახმად, მხოლოდ საბინაო უზღუნველყოფის საკითხი მოითხოვს დაფინანსებას, რისთვისაც ავტორები ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვენ.

    იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ომის ვეტრანები მხოლოდ ერთი პრივილეგიით სარგებლობენ, დანარჩენი ყველა შეღავათი გაუქმებულია, ამიტომ აღნიშნული მოთხოვნები სრულიად სამართლიანია.

    "ვფიქრობ, ომის ვეტერანებისთვის გარკვეული პრივილეგიის დაწესება არ იქნებოდა ურიგო პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან. იმიტომ, რომ მათ ჯერჯერობით აქვთ მხოლოდ ერთი პროვილეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ 3 000 ლარამდე შემოსავალზე არ იხდიან 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, სხვა უპირატესობა მათ არ აქვთ, ყველაფერი გაუქმდა, რაც ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არსებობდა. ამიტომ მათი მოთხოვნა სწორია. ამ ადამიანებს რაღაც პრივილეგია უნდა მიენიჭოთ," - ამბობს ლია მუხაშავრია.

    რაც შეეხება ომის ვეტერანების კონკურსგარეშე დასაქმებას, იურისტი ამბობს, რომ პარლამენტი რამდენად გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას, რთული სათქმელია, თუმცა თუ ის ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არც ესაა რაიმე პრობლემა.

    "არ ვიცი, პარლამენტი რამდენად გაიზიარებს იმ მოთხოვნას, რომ კონკურსგარეშე მოხდეს მათი მიღება, მაგრამ თუ ისინი აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ამა თუ იმ თამადებობისთვისაა საჭირო, მაშინ მე დავეთანხმებოდი ამას. ამ ადამიანებმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადეს სამშობლოს თავისუფლებისთვის და მათი ეს ღვაწლი რაიმე სახით უნდა იყოს დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან," - ამბობს ლია მუხაშავრია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მერაბ მაისურაძე   (25.11.2017)
    ერთი ჰოსპიტალი გახსენით სადაც უფასოდ შეგვეძლება სამედიცინო მომსახურების მიღება და არა ისეთი ფარსი როგორიც საყოველთაო დაზღვევაა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter