სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    21.11.2017

     “სითი პარკის” მიერ პარკირების წესის დარღვევისთვის გაცემულ ჯარიმებთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 10-ლარიანი ჯარიმას არ ჩაიბარებენ, მისი გადახდა არ მოუწევთ და არც დამატებითი პრობლემები შეექმნებათ. თუმცა, როგორც “რეზონანსთან” საუბრისას ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, ეს მაინც ერთგვარ გამართლებაზეა დამოკიდებული. 

    მისი თქმით, სიტუაცია იმდენად ქაოტურია, რომ ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არავის შეუძლია, რადგან არის შემთხვევა, როცა მოქლაქეს აქვს რამდენიმე ჯარიმა დაგროვებული, რომელსაც არც იხდის და არც არავინ სთხოვს ამას, თუმცა არის იმის მაგალითიც, როდესაც ერთ გადაუხდელ ჯარიმაზე, მოქლაქის ქონებას და ანგარიშს ყადაღა ედება.

    “გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი იმდენად რამდენადაც ეს საკითხი ღიაა. თქვენ ნახავთ მოქალაქეს, რომელსაც დაეკისრა ჯარიმები, საურავები და ზოგს ყადაღაც კი დაედო ქონებაზე. აქვე ნახავთ მათ, ვისაც ათი ჯარიმა აქვს დაგროვებული, არ იხდის და არც არაფერი ეკისრება. ისიც არ ვიცი, როგორი კომენტარი გავაკეთო იმდენად დიდი ქაოსია. 

    “ვისზეც ხელი მიუწვდებათ, იმას ბოლომდე მიყვებიან, ვისზეც არა და არა, ვიღაც ჯარიმას არ იბარებს ან საერთოდ ვერ იგებს ჯარიმის შესახებ. არის კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ე.წ. სტაიანშიკი გაჩერებინებთ მანქანას, თუ ამ დროს “სითი პარკმა” დაგაჯარიმათ, “სტაიანშიკი” იღებს ამ ჯარიმას და მალავს, რათა მძღოლთან კონფლიქტი არ მოუვიდეს, რის შემდგომაც შესაძლოა საურავიც დაგეკისროთ. იმდენად მოუწესრიგებელია ეს ყველაფერი, რომ ვის, როგორ და რანაირად აჯარიმებენ, ვერ გაარკვევ და არ მგონია, ვინმემ შეძლოს რაიმე კონკრეტულის თქმა”, - აცხადებს ურუშაძე და აღნიშნავს, რომ მრავალი პრობლემის ჩამონათვალს შორის მთავარი ის არის, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ჯარიმებზეა ორიენტირებული, ამიტომ გამართულად არაფერი მუშაობს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მძღოლს აინტერესებს, როდის გასდის მის პარკირებას ვადა, ბოლო კვირამდე ამის გარკვევაც კი შეუძლებელია. 

    “მაგალითად, თუ გინდათ რომ ფეიბოქსების საშუალებით შეამოწმოთ, გაგივიდათ თუ არა პარკირების ვადა, თითქმის ბოლო კვირამდე არც ერთი ფეიბოქსი არ გიხსნის და არ გაჩვენებს, რომ გადახდა გიწევს. შემდგომ უკვე მოგდის ჯარიმა და ამით ხვდები, რომ გადახდის ვადა გადაგიცილდა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანიზაცია ჯარიმებზეა ორიენტირებული. მთელი ბიზნეს-სქემა აწყობილია ჯარიმების გამოწერაზე, სურავების დაკისრებაზე და ა.შ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გამართლებაზეა, გაგირთულდებათ თუ არა მდგომარეობა. ვიღაცას შეიძლება ათ ჯარიმაზე არაფერი მოსთხოვონ და ვიღაცას ერთი ჯარიმის გამო შეექმნას დიდი პრობლემები. 

    “სითი პარკი რომ კეთილგანწყობილი ორგანიზაცია იყოს, ის იზრუნებდა, რომ წინასწარ ჰქონოდათ მძღოლებს ინფორმაცია, როდის გასდით პარკირების გადასახადის ვადა, როდის დაჯარიმდნენ და ა.შ. ამის მოგვარება დღეს მარტივად არის შესაძლებელი, თუნდაც მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, თუმცა ის პირდაპირ კონფლიქტურია მძღოლების მიმართ”, - აცხადებს “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” დირექტორი.

    როგორც ვასო ურუშაძე აღნიშნავს, ჯარიმების გამოწერა “სითი პარკის” პირდაპირი ბიზნეს ინტერესს წარმოადგენს, რაც თავის დროზე იმ მახინჯი ხელშეკრულების დამსახურებაა, რომელიც კომპანიასა და მერიას შორის გაფორმდა. მისივე თმით, რაც უფრო ნაკლები საპარკინგე ადგილი იქნება, მით უფრო მეტი იქნება ჯარიმებიდან შემოსული თანხაც. შესაბამისად კომპანიის ინტერესი პარკირების ადგილების მომატება არ არის. 

    “ეს არის კოფლიქტური სიტუაცია, როდესაც ავტომობილების რაოდენობა იმატებს, საპარკინო ადგილები კი უცვლელი რჩება. შესაბამისად მთელი ეს სისტემა წყალს “სითი პარკის” ბიზნესზე ასხამს. თავის დროზე უნდა ყოფილიყო გათავლისწინებული, რომ კომპანიისთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინათ, რომელიც თუნდაც ბიზნესინტერესს მისცემდა, იმისთვის რომ  მას საპარკინგო ადგილები გაეზარდა. 

    “როგორც გითხარით, თუ კომპანია საპარკინგო ადგილების რაოდენობას გაზრდის, ამით ჯარიმების რაოდენობა შეუმცირდება, რაც მისი შემოსავლების შემცირებასაც ნიშნავს. 

    “ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტროტუარზე და საცხოვრებელი ეზოს შემოსასვლელში გაჩერებული ავტომობილების საკითხი. მათზე არავითარი ჯარიმა არ ვრცელდება, ეს არის უკონტროლო წერტილი, მათ არც “სითი პარკი” აჯარიმებს” და არც საპატრულო პოლიცია. ეს კიდევ ერთი არამართებული საკითხია და წესით ამას რომელიმე უწყება უნდა აკონტროლებდეს. ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც ახლავეა შესაძლებელი, თუმცა ამის არც სურვილი აქვს ვინმეს და არც ვალდებულებას იღებს. ამასთან არც პარკირების ადგილების გაზრდა სურს არავის და განსაკუთრებით “სითი პარკს”. მთელი ამ პრობლემების მიზეზიც ეს არის”, - განაცხადა “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    დათო   (22.11.2017)
    ქალბატონო marna, რა ამბებია სითი-პარკში, ნერვიულობთ, "მსუყე ლუკმა" არ წაგართვან??

    marina   (22.11.2017)
    თავიდან ბოლომდე ეს სტატია სიყალბეზეა აგებული და ემსახურება დეზინფორმაციას,ტყუილებით გაჯერებულია. ჯერ ერთი სანამ ოჯახის რომელიმე წევრს არ ჩააბარებენ ქვითარს მადამდე ის არ არის მოქმედი და შესაბამისად საურავი არ დაეკისრება,მეორე-საურავს აღსრულების ბიურო ამოიღებს და არა სითი პარკი,მესამე-ფეიბოქსი რა შუაშია,როდესაც სითი პარკს თავისი ვებ-გვერდი აქვს და მსურველს ყველა ჯარიმის ნახვა შეუძლია სხვა საპატრულო ჯარიმების მსგავსად,მეოთხე-სითი პარკი პარკირების ადგილს ვერ გაზრდის,რადგან ეს მერიის პრეროგატივაა.პარკირებისთვის ადგილს მერია ადგენს და კომპანია შემდეგ ხაზავს,მეხუთე-ტროტუარზე მანქანებს რაც შეეხება,მერიამ კომპანიას აუკრძალა იქედან წაყვანა,რადგან კრიჭაში უდგას და ხალხი როგორ გადაადგილდება მერიას სულ ფეხებზე ჰკიდია,მეექვსე-რაც მთავარია დაინტერესებულ პირებს ხელში ჩაგდება უნდათ აწყობილი მსუყე ლუკმის,ამიტომაც მიდის ასეთი შეტევა,თორემ ხალხი სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ???? მგონი უკვე გაყიდულიც არის და ამბობენ ძმებმა შარანგიებმა იყიდესო,თქვენ მერე ნახეთ ფასების გაზრდა და ხალხის გაყიდვა,სითი პარკი სანატრელი გაგიხდებათ,ალბათ ამაში ეჭვი არავის ეპარება.აღდგომა და ხვალეო.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter