სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ ადუაშვილი
    01.11.2017

     ქართულ ტელემაუწყებლობაში ბორბალი უკუღმა დატრიალდა - ადრე (2012-მდე) ტელეკომპანიები ითხოვდნენ, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მათი არხები უფასოდ ჩაერთოთ, ახლა გავრცელების უფლებას გარკვეული საფაურის სანაცვლოდ აძლევენ. შედეგად, 1-ლი დეკემბრიდან 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ქართული არხების მისაღებად დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

    საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ შექმნილმა ჯგუფმა "მედია რაითს ჯორჯიამ" (GMR), რომელმაც ექვსი არხი (იმედი, რუსთავი 2, კომედი, მარაო, მაესტრო და ჯიდიესი) გააერთიანა (მიმწოდებლის ექსკლუზიური უფლებით), გამავრცელებლებს (საკაბელო ოპერატორებს) თითოეულ აბონენტზე განსაზღვრული თანხა მოსთხოვა.

    2017 წლის ზაფხულიდან, საქართველოს საკაბელო ოპერატორების კავშირი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, თუმცა - უშედეგოდ. "ჯორჯია მედია რაითსი" და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პროტესტს არ იზიარებენ.

    "მედია რაითს ჯორჯიას" დირექტორი ზურაბ ნაყეური ამბობს, რომ არის კომერციული მიზანშეწონილობა და კომერციული მიზანშეუწონლობა - არავის აქვს უფლება, უფასოდ მოსთხოვოს ტელევიზიებს სატელევიზიო პროდუქცია.

    კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2013 წლის 12 ივლისს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ეყრდნობა და აცხადებს: "იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებლები ქმნიან აუდიოვიზუალურ პროდუქტს, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებთან და თვითონ განსაზღვრავენ, თუ როგორ განახორციელონ და განავითარონ ბიზნესმოდელი, არ ვიზიარებთ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების საკანონმდებლო წინადადებას".

    ამ საკითხებზე თავის შეხედულებებს გამოთქვამენ მაუწყებლები და გამავრცელებლები.

    ზურაბ ნაყეური: "ეს პროცესები 2-3 წელია, დაიწყო და მიმდინარე წლის მაისის თვეში დაფუძნდა შპს GMR და შემდგომ დაეგზავნა საკაბელოებს ინფორმაცია. ეს არის 6 ტელეარხის წამოწყება, მათი ინტერესი, GMR არის მხოლოდ შუალედური გამტარი კომპანია, რომელიც დაარეგულირებს შემოსული თანხების სამართლიან გადანაწილებას ამ არხებს შორის.

    "ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის სხვა არხებთან, ამით არც მათ ვაყენებთ არათანაბარ მდგომარეობაში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 6 არხი ერთად იყიდება - პაკეტებად გაყიდვა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და არ ვთვლით, რომ რაღაც ახალი და მიუღებელი გავაკეთეთ. ამასთანავე, თავდაპირველი მოთხოვნის შემდეგ ჩვენ თითქმის 3-ჯერ შევამცირეთ ფასი და ახლა საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლები ფასი გვაქვს, აბა იკითხეთ, რა ღირს უცხოური არხები, რა ფასს იხდიან რუსულ არხებში ჩვენი საკაბელოები, მერე ის იკითხეთ, ქართული არხები რას შოულობენ.

    მარეგულირებლის საიტზე ნახავთ ჩვენს ფინანსურ ანგარიშებს, ნახავთ, რომ ყველა ტელევიზია არის წაგებაში. აი, ამ სიტუაციაში აღმოვჩნდით არასწორი პოლიტიკის შედეგად - მიაჩნიათ, რომ უცხოურ არხებს უნდა გადავუხადოთ და ქართულს - არა. ეს დამოკიდებულება ზარალიანია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც! ეს გვინდა, გამოვასწოროთ და რა არის აქ მიუღებელი?

    რაც შეეხებათ გამავრცელებლებს, იმ შემთხვევაში, თუ მე მათ ვთხოვ, გაავრცელონ ჩემი ტელესიგნალი, ისინი ვალდებულნი არიან, უფასოდ გაავრცელონ ეს სიგნალი, მაგრამ თუ მე რაიმე ღირებულებას მოვთხოვ, ყველანაირი ვალდებულება უქრებათ. თუ უნდათ ქართული არხები, კეთილინებონ და გადაიხადონ."

    ბევი საკაბელო კომპანია მიიჩნევს, რომ GMR-ის მოთხოვნა უკანონოა. მათ პოზიციებს ახმოვანებს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თეონა ბერუაშვილი: "პირველი წერილები ოპერატორებმა 2017 წლის მაისში მიიღეს.

    "ოპერატორებმა შეიმუშავესსაერთო მიმართვა, ჩამოწერეს ისარგუმენტები, თუ რატომ არ ეთანხმებოდნენ ამ მოთხოვნას.ივნისში შედგა შეხვედრა, სადაც ოპერატორებმა მოითხოვეს, რომ თუ ფასიანი ხდება საკაბელოსაბონენტებისთვის, ფასიანი უნდა გახდეს ყველასთვის, ანუ ეთერიდაიხუროს და პაკეტი დაიშალოს. ამ პირობებზე GMR არ წამოვიდა. მიმოწერა შედგა სექტემბერშიც, თუმცა - უშედეგოდ.

    "ტელევიზიებს უნდათ, შემოსავალი მიიღონ ოპერატორებისგან. ეს მათი არჩევანია. მსოფლიოში არსებობს ორი ბიზნესმოდელი, მაუწყებელი, რომელიც ორიენტირებულია რეკლამიდან მიღებულ შემოსავალზე და მაუწყებელი, რომელიც ორიენტირებულია საკაბელო უბნიდან მიღებულ შემოსავალზე. ასეთ შემთხვევაში ისინი ქმნიან სპეციალურ ვერსიებს საკაბელო ტელევიზიებისთვის. არხებს აქვთ რამდენიმე ვერსია, გაწმენდილი რეკლამებისგან, ისინი არის დახურული. ასეთი არხები ამბობენ, რომ არ არიან ორიენტირებული რეკლამაზე, არამედ მუშაობენ საკაბელოებზე და სააბონენტოდან იღებენ შემოსავლებს. არასამართლიანია, როცა ორივე მხრივ ითხოვ შემოსავალს. რეალურად რეკლამას უვრცელებს ოპერატორი და მათ უნდათ, ოპერატორს ფული სააბონენტოდანაც აართვან. ეს არასამართლიანია.

    "გამავრცელებელი თავად ხომ არ გადაიხდის, ეს ნიშნავს, რომ დამატებითი თანხა უნდა გადაახდევინოს თავის აბონენტს, ანუ მისი მომხმარებლისთვის ხდება ფასიანი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაიხადონ, რადგან ოპერატორს არ აქვს უფლება, ეს ნაყიდი არხები ცალკე პაკეტად გამოიტანოს და ვალდებულია, მთლიანად გაავრცელოს.

    "GMR  ჩვენ არ გვთავაზობს რეკლამისგან გაწმენდილ კონტენტს, როგორც აღვნიშნე - უნდათ, შემოსავალი რეკლამისგანაც და სააბონენტოსგანაც. ოპერატორი ვალდებულია, შევიდეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებაში არხის (არხების) მომწოდებელთან, მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად კეთილსინდისიერია ესა თუ ის მოთხოვნა..."

    რაც შეეხება ბაზრის სხვა მოთამაშეებს, ცნობილია, რომ "სილქნეტი" მოლაპარაკების პროცესშია GMR-თან, თუმცა, ამ ეტაპზე, "სილქნეტის" მომხმარებელს შეზღუდული აქვს აღნიშნული 6 არხიდან 2-ზე გადახვევის ფუნქციის ხანგრძლივობა. "მაგთიკომში" აცხადებენ, რომ კომპანია ვერ დატოვებს მომხმარებელს რეიტინგული ქართული არხების გარეშე. "(ეს) მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რასთანაც "მაგთიკომს" პრინციპული წინააღმდეგობა ვერ ექნება."

    1-ელ დეკემბრამდე არც ისე ბევრი დარჩა. 500 000 მომხმარებელს, სავარაუდოდ, 2 ლარამდე გაეზრდება ტელეარხების პაკეტის საფასური.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter