გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ უკვე 260-სგადააჭარბა
თამარ მუკბანიანი
02.10.2017

მთიან რეგიონებში მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება,მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ზამთრისპერიოდშია, როცა სოფლებს ადამიანთა უმეტესობა ტოვებს. მკაცრიზამთრის პერიოდში იქ არავითარი პირობები არ არის საცხოვრებლად,ამიტომ მთელი საქართველოს მთიანეთი სულ რამდენიმე ათასი კაცისიმედადაა.

მოსახლეობის აღწერა, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზაფხულშიტარდება, ამიტომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რეალურადრამდენი ადამიანი და ოჯახი სახლობს მთაში მუდმივად."ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, თავად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია დასავალალო მონაცემები მიიღო.

უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კიმუდმივად 37 ოჯახიღა ცხოვრობს. კიდევ უფრო რთული ვითარებაათუშეთში, სადაც ზამთარში მხოლოდ 25 ოჯახი რჩება. ხევსურეთში ესმაჩვენებელი დაახლოებით 250 ადამიანია.

 ლენტეხის რაიონში, სადაც, 2014 წლის აღწერით, მხოლოდ 947 ადამიანი ცხოვრობს, ეს ციფრი ზამთარში 500-მდე ჩამოდის. ცაგერის რაიონში კი, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1320 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში 700-ს არ აღემატება მოსახლეობის რიცხვი. შედარებით უკეთესი ვითარებაა რაჭაში, მაგრამ ეს 2 რაიონული ცენტრის (ამბროლაური და ონი) დამსახურებაა, სადაც მუდმივად 3-4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოში კატასტროფულად მატულობს გაუკაცრიელებულისოფლების რაოდენობა. აღწერის დროს "დემოგრაფიული აღორძინებისფონდის" წარმომადგენლებს ძალიან ბევრი სახლი საერთოდ დაკეტილიდახვდათ, სადაც წლებია, აღარავინ გამოჩენილა. მოსახლეობისასეთი სერიოზული კლება ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკურისიდუხჭირით, რასაც თან სდევს მასობრივი მიგრაცია, რომლისყველაზე ძლიერი ნაკადი 2002-14 წლებში აღინიშნა. ფონდისინფორმაციით, გაუკაცრიელებული სოფლებისა და დასახლებებისრაოდენობამ 223-ს მიაღწია.

უკანა ფშავს 2 ნასოფლარი შეემატა. როგორც ადგილობრივებიამბობენ, მოსახლეობამ სოფლები ახადი და მათურა სწორედ ბოლოწლებში დატოვა.

"ხალხი მთას გამუდმებით ტოვებს. მხოლოდ მთები დანასოფლარები რჩება, ხელისუფლებამ თითქოს მთისთვის ყურადღებისმიქცევა დაიწყო და სპეციალური კანონიც შემოიღეს, მაგრამ ფაქტია,არ მუშაობს რეალურად. ახალგაზრდები ბარში მიდიან საცხოვრებლად,რადგან ადგილზე დასაქმების არანაირი საშუალება არ არის. აქძირითადად მოხუცები დავრჩით. როდემდე გავძლებთ, არ ვიცით.

ცუდი გზაა, თოვლი რომ მოდის, აქ ამოსვლა შეუძლებელია.ყველაფერი იკეტება და მაისამდე სოფლები გარე სამყაროს არისმოწყვეტილი. სოფლებში ზამთარში დარჩენილი მოსახლეობისგან ვინცოცხალი დაგხვდება და ვინ - მკვდარი, გაზაფხულამდე არ ვიცით ხოლმე.

 აი, მაგალითად, უკანა ფშავის სოფელ მუქოში მხოლოდ ორიოჯახია დარჩენილი. უკანა ფშავის 12 სოფლიდან სკოლა დასამედიცინო დაწესებულება მხოლოდ ერთ სოფელშია. ასეთ პირობებშიახალგაზრდები ვერ იცხოვრებენ და იძულებულები არიან, თბილისში ანდუშეთში გადავიდნენ", - ამბობს სოფელ ვაკის მკვიდრი ბერდიაცოკილაური.

მთის კანონს მკვდრად შობილს უწოდებს დემოგრაფი ავთოსულაბერიძე. მისი თქმით, იგი მოსახლეობის დამაგრებასაც კი ვერუზრუნველყოფს მთაში, არათუ ხალხის უკან დაბრუნებას. როგორცმან "ბიზნეს-რეზონანსთან"აღნიშნა, ბევრად მეტი სოფელიაგაუკაცრიელებული, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ნაჩვენები.

"სინამდვილეში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობამ უკვე260-ს გადააჭარბა. რადგან მოსახლეობის აღწერა არასდროს ხდებაზამთარში, ამიტომ არ არსებობს რეალური ციფრი, მუდმივი მოსახლერამდენია მთაში. ზოგიერთი სოფელი თითქოს აღადგინეს, მაგრამ იქრეალურად არ ცხოვრობს ხალხი ან თუ ცხოვრობს, 2-3 ოჯახი.

არ არის ყოფითი პირობები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურადა ძალიან რთულია ასე ცხოვრება. უფრო ართულებს მდგომარეობას ის,რომ მთაში დარჩენილთა უმეტესობა ასაკოვანია და იმდენად არშეუძლიათ ამ მკაცრ პირობებთან გამკლავება.

ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწერა პირველად მთის კანონისაქართველოში. მაშინაც საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგანსურვილი უფრო იყო, ვიდრე მოსახლეობის დამაგრების გეგმა და ასეცმოხდა, ფინანსების უქონლობის გამო ვერ განხორციელდა და ვერიმუშავა. დღესაც იგივე მოხდა. მიიღეს კანონი, რომელიც მკვდრადშობილია, რადგან მოსახლეობის დამაგრებასაც კი ვერ უზრუნველყოფსმთაში, არათუ ხალხის მიბრუნებას. სოციალური შეღავათები არ არისსაკმარისი, აუცილებელია, იყოს კარგი სკოლა, საავადმყოფო, გზა,კომუნიკაციები და სამუშაო ადგილები.

სამხრეთი საქართველო მიტოვებულია და იქ მოსახლეობასაერთოდ აღარ არის. მართალია, ზღვის დონიდან ძალიან მაღლა არარის, თუმცა ძალიან მკაცრი ზამთარი იცის და სასოფლო-სამეურნეოთვალსაზრისითაც ნაკლებად მოსავლიანია ჯავახეთის მთიანეთი.

რაც შეეხება დემოგრაფიული კუთხით ვითარებას, მაღალმთიანრეგიონებში ბავშვზე მიცემული 200 ლარი ვერ შექმნის ამინდს დავერ გამოასწორებს მდგომარეობას. მხოლოდ ფული არ არის საკმარისი,თუ არ შეიქმნა პირობები ოჯახის საცხოვრებლად. 200 კი არა, თითობავშვზე 50 ლარიც რომ მისცე, თუ არ იქნება შესაბამისი გარემო,რაც ჩვენს დროში საცხოვრებლად აუცილებელია, აზრი არ აქვსნებისმიერი სოციალური ღონისძიების გატარებას", - განუცხადა"ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სულაბერიძემ.

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მთიდან მოსახლეობისმიგრაციის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა უნდა მოხდეს ამრეგიონების ტურისტული პოტენციალის ათვისება, სახელმწიფოსმხრიდან მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვაპროექტის განხორციელება, რითაც შესაძლებელი გახდება მთისა დაბარის მოსახლეობას შორის დიდი სხვაობის შემცირება.

"ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც მთის კანონიშევიდა ძალაში და, რასაკვირველია, ასე სწრაფად და მყისიერად ვერდავინახავთ მის შედეგს. მასობრივი მიგრაცია გამოწვეულიასოციალური სიდუხჭირით და ინფრასტრუქტურის არარსებობით.

მთავარია, მოხდეს ოპტიმიზაცია და ასეთი კატასტროფული სხვაობაარ იყოს მთისა და ბარის მოსახლეობას შორის, როგორიც დღეს არის.მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობა 3-5% იყო.დღეს ლამის პირიქითაა და ესაა პრობლემა. მიგრაციისპროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამშესაძლებელია დაბალანსება.

დღეს სოფლებისათვის მთავარი გაზიფიკაცია, ინტერნეტისშეყვანა და ელემენტარული პირობების შექმნაა, რის საფუძველზეცრეგიონი შეძლებს შემდგომ განვითარებას.

უნდა მოხდეს მთის ტურისტული პოტენციალის ათვისება,სახელმწიფოს მხრიდან მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა,რამდენადაც ეს შესაძლებელია. დანარჩენს კი ხალხი თავადაცმოახერხებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯგერენაიამ.

2014 წლის აღწერით, საქართველოში 223 სოფელია, სადაცმოსახლეობის გრაფაში 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინააღწერის დროს, ანუ 2002 წელს, შეიძლება ვიღაც კიდევ იყორეგისტრირებული, მაგრამ ახლა აღარავინ სახლობს.

157 სოფელია 1-დან 5 მცხოვრებით, 98 სოფელში 5-10 კაცია,828 სოფელში კი - 11-100 კაცი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×