“საქართველოში მგზავრები სატვირთო ავტობუსებით გადაჰყავთ და არა სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით”
გვანცა ღვედაშვილი
31.08.2017

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულოდ გახდომას ექსპერტთა ნაწილი დადებითად აფასებს. თუმცა, აღნიშნავენ, რომ რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 31 დეკემბრიდან ტახოგრაფის დამონტაჟება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებში ან პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებისთვის იქნება სავალდებულო და შიდა გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 2020 წლიდან რეალურ სურათს არ შეცვლის. 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის განცხადებით, აუცლებელია არა მხოლოდ რეგულაციის შემოატანა არამეს იმისი მონიტორინგია. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ტიპის რეგულაცია ეფექტური არ იქნება. ის, რომ რეგულაციების ადმინისტრირება პრობლემაა ამაზე მესიხშვილის განცხადებით, ის ფაქტიც მოწმობს, რომ დღეს ქვეყანაში პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 135 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა გადიოდეს, თუმცა ამას მხოლოდ აღნიშნული რაოდენობის 20% აკეთებს. 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებში ან პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში, სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები უკვე დამონტაჟებული უნდა იყოს. ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გახდება.

მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება გზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომელიც ისე იქნება დარეგულირებული, რომ მათი სიჩქარე 100 კილომეტრს საათში არ აღემატებოდეს.

რაც შეეხება სატვირთოებსა და ტრაილერებს, დადგენილების თანახმად, მათ ისეთი სიჩქარის შემზღუდავი დაუყენდებათ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას 90 კმ.სთ. სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას არ მისცემს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის განცხადებით, მსგავის რეგულაცია ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ცვლილებასმოგვცემდა, ის რომესრეგულაცია, ახლავეგამხდარიყოსავალდებულოშიდაგადაადგილებისმძღოლებისთვისაცდამხოლოდფურცელზეკიარყოფილიყოესვალდებულება, არამედმისიადმინისტრირებახდებოდეს.

“ეს რეგულაცია ევროდირექტივის სახით გვქონდა ჩვენ და ძალიან კარგია, რომ მივიღეთ მსგავის გადაწყვეტილება. თუმცა, 2017 წლის 31 დეკემბრიდან ეს რეგულაცია შეეხება მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩაბმულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რომელთა უმრავლეობას ეს მოწყობილობა ისედაც აქვს, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შედიან, ისედაც არის ამის მოთხოვნა. ევროკავშირის ქვეყნებში კი მითუმეტეს აუცილებელია. 

“ნებმისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენი კანონმდებლობითაც უნდა იყოს შემოღებული და ამაში რაიმე განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ვერ ვხედავ. ეს ძალიან  კარგია, მაგრამ ცუდია, რომ მიკროავტობუსები და ავტობუსები მხოლოდ საერთაშრისო გადაზიდვების არ არის და კარგი იქნებოდა ეს რეკომენდაცია, ახლავე სავალდებულო ყოფილიყო შიდა გადაზიდვებშიც. მაგალითად საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის. 

“ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები იგეგმება 2020 წლიდან და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ცუდია. 2020 წლამდე სიჩქარის გადაჭარბება არ იქნება თუ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულები, ტრამვირებულები და სამწუხაროდ გარდაცვლილები?! – ეს ხომ მუდმივად არის და ნებისმიერი ღონიძიება, რომელიც სიჩქარეს დააგდებს მისასალმებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.

“საქართველოში არ არის საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება. ანუ ის რომ ვიღაცამ სიჩქარეს გადააჭარბა, ნასვამი დაჯდა საჭესთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა და ა.შ. ეს არის უკვე მომხდარი ფაქტებია. ისეთი სამსახური კი, რომელიც ხელს შეუშლიდა ასეთი ფატქების დაშვებას საქართველოში არ არსებობს. 

“სამწუხაროდ, 2020 წლამდე ვრჩებით რეალობაში, რომელშიც არ არის სამსახური, რომელიც გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. იგივე აღნიშნული რეგულაციის შემოღების შემთხვეაში, ვინ უნდა გაუკეთოს ამას ადმინისტრირება, ვინ შეამოწმებს დაამონტაჟეს თუ არა სიჩქარის შემზღუდველი დანადგარები, ვინ გადააჭარბა სიჩქარეს სადგურიდან სადგუმარმდე პოლიცია თუ სხვა ორგანო, ესყველაფერიარარისრეგულაციაშიგანსაზღვრულიდაგანმარტებულიდავერციქნება,რადგანარარისშესაბამისისამსახური”, - განაცხადა მესხიშვილმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრირება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ამასთან, მისივე თქმით, საქარველოში არ არსებობს სამგზავრო ტანსპორტი და ის რასაც დღეს პირობითად ამ სახელით მოვიხსენიებთ, რეალურად სატვირთოები მანქანებია. ამის პარალალურად მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, რაც დამატებით ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ რაოდენობას.

“დღეს ქვეყანაში პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას უნდა გადიოდეს 135 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ეს არის სამტონანახევარზე მძიმე სატვირთოები მიკროავტობუსები და ავტობუსები. ტექნიკურ ინსპეტირებას კი მხოლოდ 20% გადის. დანარჩენი ნაწილი კი ჩვეულებრივ ყოველგვარი შემოწმების გარეშე გადაადგილდება გზაზე. ეს იმიტომ, რომ არავინ ამოწმებს მათ. 

“დღეს, რომ ჩვენ სამგზავრო მიკროავტობუს ვამბობთ, მას პირობითდ ჰქვია მიკროავტობუსი, რადგან ყველა არის სატვირთო. დღეს, საქართველოში მგზავრები სატვირთო ავტობუსებით გადაჰყავთ და არა სამგზავრო სატრანსპორო საშულებიებით. მგზავრები ან ფეხზე დგანან ან სკამები და ტაბურეტები აქვთ ჩაჭედილი მძროლებს და იქ სხედან, რასაც სიჩქარის გადაჭარბება ემატება და ამის შემდეგ გაკვირვებულები ვართ, რატომ ხდება ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა და რატომ არის ამხელა მსხვერპლი. 

“მარშუტკების აბსულუტური უმრავლესობა გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდება და ამას თან ერთვის ის, რომ დავუშვათ სადგურიდან გასულ მიკროავტობუს ედევნება ე.წ. ხიშნიკი მძღოლი ანუ მეორე მიკროავტობუსი, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული და გზაში ხდება ერთმანეთზე გადასწრება, მგზავრების მიტაცება და ზუსტად ასეთ დროს ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ანუ მთელი ეს მოდელი მგზავრთა გადაყვანისა საქარველოში დანგრეულია და ამაზე არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობ.

“ჩვენი რეკომენდაციაც და მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციაც არის, რომ შეიქმნას საგზაო უსაფრთოხების მიმართულების სამსახური, ან რომელიმე მოქმედ სამსახურს დაევალოს ეს ფუნქციები. 

“ეს ცვლილება ცუდი არ არის მაგრამ ამ ეტაპზე ვისაც ეხება, ეს ავტოსაგზაო შემთხვევების შემციერების თვალსაზრისით არაფერს შეცვლის, რადგან იმ მძღოლების უმეტესობას, რომელსაც ახლა უწესებენ რეგულაციას აქვთ ეს ჩამწერი მოწყობილობა.

“მთავრი ის არის, ვინ აკონტროლებას ამას. ჩვენს გზებზე, მე არ გამიგია, რომ ვინმეს შეემოწმებინოს იმ ავტომობილზე ტახოგრაფზე არსებული ჩანაწერი, რომელსაც უკვე აქვს ეს მოწყობილობა დაყენებული. რეალურად კი ცვლილებას მოგვცემდა, ის რომ ეს რეგულაცია ახლავე გამხდარიყო სავალდებულო შიდა გადაადგილების მძღოლებისთვისაც და მხოლოდ ფურცელზე კი არ ყოფილიყო ეს ვალდებულება არამედ მოხდებოდა მისი ადმინისტრირება”, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×