სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "განსხვავებით მარსის, მთვარისა თუ ასტეროიდებისგან, ჩვენ იუპიტერის მატერიის არანაირი ნიმუში არ გვაქვს"
    მარიამ ელიაშვილი
    19.06.2017

     იუპიტერი მზის სისტემის პლანეტებს შორის თავისი მასით გამოირჩევა, საგულისხმო აღმოჩნდა მისი ასაკიც. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მისი ფორმირება თანხვედრილია ძველი, გიგანტური პლანეტების ჩამოყალიბების მოდელთან, რაც მეცნიერებს იუპიტერის უძველეს პლანეტად გამოცხადების საშუალებას აძლევს.

    ზუსტი ასაკი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, მისი ასაკის გაგებამ მზის სისტემის ფორმირების საიდუმლოს ამოხსნაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

    გერმანიის ლაურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და მიუნხენის უნივერსიტეტის პლანეტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა რკინის მეტეორიტებში ჩაყინული ვოლფრამისა და მოლიბდენის შესწავლისას დაადგინა, რომ მეტეორიტები ორი გენეტიკურად განსხვავებული მასალისგანაა წარმოქმნილი.

    ნისლეულის ეს რეზერვუარები მზის სისტემის დაბადებიდან 1-4 მილიონი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობდნენ.

    მკვლევართა თქმით, იუპიტერის ბირთვი მათ გაყოფამდეც არსებობდა, თუმცა მზის ნისლეულის მიმოფანტვამ, რომელიც ახალგაზრდა მზის ირგვლივ მყარი დისკის სახით არსებობდა, ვარსკვლავიდან წამოსული გაზისა და მტვრის ველზე ნაპრალი გააჩინა, რამაც ორ რეზერვუარს შორის ნივთიერებათა ცვლას ხელი შეუშალა.

    კვლევის ავტორი თომას კრუიჯერი ამტკიცებს, რომ იუპიტერი სწორედ ისე განვითარდა, როგორც გიგანტურ პლანეტებს ახასიათებთ: "იუპიტერი მზის სისტემის უძველესი პლანეტაა, მისი მყარი ბირთვი მზის ნისლეულის მიმოფანტვამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, რაც თანხვედრილია იმ მოდელთან, რომელიც გიგანტური პლანეტის ფორმირების აღსაწერადაა შექმნილი", - აცხადებს კრუიჯერი.

    მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერის ასაკის გაგებას მეცნიერები წლებია, ცდილობენ და ამ ამოცანის ამოსახსნელად არაერთ მოდელს ქმნიან, კითხვაზე პასუხი, თუ რამდენი წლით თარიღდება იუპიტერი, ჯერ კიდევ არ გვაქვს.

    მკვლევარებს საქმეს ურთულებს ის, რომ ამ პლანეტიდან არანაირი ნიმუში არ აქვთ. მისი ასაკის დასადგენად მეტეორიტთა იზოტოპებს იყენებენ.

    "განსხვავებით მარსის, მთვარისა თუ ასტეროიდებისგან, ჩვენ იუპიტერის მატერიის არანაირი ნიმუში არ გვაქვს. მისი ასაკის განსაზღვრისთვის მეტეორიტთა იზოტოპებს ვიყენებთ", - ამბობს კრუიჯერი.

    საკვლევად მათ ის მეტეორიტები გამოიყენეს, რომლებმაც პირველადი მზის სისტემის ფორმირებიდან დაახლოებით 1 მილიონი წლის შემდეგ იუპიტერის მყარი ბირთვი წარმოქმნეს.

    ბირთვმა ფორმირება მალევე განიცადა და იუპიტერი მთელი დისკის მასშტაბით ეფექტური ბარიერის როლში აღმოჩნდა, იგი მატერიას შიდა მიმართულებით მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ეს ფაქტი ხსნის, თუ რატომ არაა მზის სისტემაში სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა.

    გარდა ასაკისა, იუპიტერს მეტ მნიშვნელობას თავისი მასაც სძენს. იგი მზის სიტემის პლანეტებს შორის ყველაზე მასიურია, რის გამოც მზის სიტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა.

    არსებული თეორიების მიხედვით, იუპიტერისა და სატურნის ტიპის გაზის გიგანტების საწყისი ბირთვები, საშუალოდ, 10-20 ჯერ აღემატებიან დედამიწისას, შემდეგ კი ამ ბირთვის გარშემო გაზის აკუმულაცია იწყება.

    როგორც ჯგუფმა დაადგინა, იუპიტერის ბირთვის მასამ დედამიწის მასას მზის სისტემის წარმოქმნიდან 1 მილიონ წელიწადში 20-ჯერ გადააჭარბა, 3-4 მილიონი წლის შემდეგ კი გიგანტის ბირთვმა 50 დედამიწის მასას მიაღწია.

    დასკვნის მიხედვით, გაზის გიგანტთა ბირთვები მზის ნისლეულის მიმოფანტვამდე ბევრად ადრე უნდა წარმოქმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვთა სწრაფი აკრეცია (ნივთიერების ვარდნა კოსმოსურ სხეულზე მიზიდულობის ძალით) აქამდეც ცნობილი იყო, ამ დრომდე იკვლევენ, თუ როგორი ინტენსივობით იზრდება იუპიტერი.

    ერთი ვერსიით, მისი მასის ასეთი ცვლილება გენეტიკურად განსხვავებულ საწყის მასალას და მეტეორიტებს უნდა უკავშირდებოდეს. მეტეორიტთა უმრავლესობის სათავე მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყელია.

    მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი ჰელიოცენტრული სისტემის ფართო დიაპაზონში ჩამოყალიბდა. ეს ჰიპოთეზა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეტეორიტთა განსხვავებული ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა დადგინდა.

    ამას გარდა, არსებობს დინამიკური მოდელი, რომელიც იმავეზე მიუთითებს. მოდელის მიხედვით, ასტეროიდთა სარტყელში გაზის გიგანტთა გრავიტაციულმა გავლენამ მცირე სხეულთა მიმოფანტვა განაპირობა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter