რეზონანსი
10.03.2025

ნებისმიერ სადავო პროცესში ადვოკატის უმნიშვნელოვანეს როლს თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის პროფესიის პრესტიჟის ზრდა სავსებით გასაგებია. საქართველოშიც მოვიდა დრო, როდესაც ადვოკატის პროფესია განსაკუთრებით საჭირო და დაფასებული გახდა, როცა მნიშვნელოვანი და სერიოზული დავები მათი საქმიანობის წყალობით სულ უფრო საინტერესო შედეგებით სრულდება. ახალი გამოწვევა მოთხოვნას ზრდის და პროფესიაში წარმატებულებს განსაკუთრებულად წარმოაჩენს. 

უფლებადამცველებს მარიამ ჭყონიასა და ლაშა ჯანიბეგაშვილის ცნობადობა და აღიარება წლების განმავლობაში ადამიანების უფლებათა დაცვის სფეროში ფართო პრაქტიკამ  განაპირობა. წარმატებებმა საადვოკატო იურიდიულ საქმიანობაში განსაზღვრა მათი მაღალი რეპუტაცია ფართო წრეებში.   

ადვოკატი სისხლის სამართლის  და სამართლის მაგისტრი მარიამ ჭყონია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატია საქართველოში.  მრავალ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობისას მან გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და მიიღო ეფექტური, სასურველი შედეგები,  რომელთაც საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

ლაშა ჯანიბეგაშვილი უამრავი გახმაურებული საქმეების ავტორია. მეუღლესთან, მარიამ ჭყონიასთან ერთად მას შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს.  მათ საქმეებს  აქტიური ჩართულობა ახლავს საზოგადოების მხრიდან. ლაშა ჯანიბეგაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამორჩეული უფლებადამცველია საქართველოში. მისი საქმიანობა მოიცავს სხავდასხვა სფეროს. 

ყველაზე უკეთ პროფესიონალებზე მათი პროფესიული საქმიანობით მიღებული შედეგები მეტყველებს:

ლაშა ჯანიბეგაშვილმა მარტოდ მარტომ გაიმარჯვა - უძლიერეს მულტიმილიონიან კომპანიებთან,  - ჰაიდელბერგ ცემენტისა და რუსთავის აზოტის ქარხანასთან.

ასევე ბანკებთან არაერთი  გახმაურებული საქმის  ავტორია. მან ბრწყინვალე და უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა თიბისი ბანკთან,  სადაც ოპონირებას 14 ადვოკატი უწევდა. ასევე წარმატებას მიაღწია არაერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკთან დავისას. სასამართლოებში მოგებული საქმეების შედეგად დღესდღეობით შეჩერებულია რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. 

პრაქტიკაში აქვს საქმეები სადაც უმოკლეს პერიოდში ძალიან სწრაფად მიაღწია სასურველ შეთანხმებას  (რამდენიმეწლიანი სასამართლო დავების ნაცვლად), ავტორიტეტულ პროფესიულ მოწინააღმდეგეებთან.

ლაშა ჯანიბეგაშვილი ცნობილია  ისეთი კომპანიების წინააღმდეგ საქმეებით როგორიცაა ჰაიდელბერგ ცემენტისა და რუსთავის აზოტის ქარხანა. მან მათთან დავებისას  მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაახლოებით 300 000ლარამდე ფულადი სარგებელი მოუტანა.

აღსანიშნავია დაზარალებული მუშის შემთხვევა - მან მიიღო საწარმოო ტრავმა და 5 თვე ყურადღებას არ აქცევდნენ. გამოძიების დაწყების შემდეგ კომპანიამ ყველაფერი იღონა ადვოკატის საქმიდან ჩასახსნელად. ბოლოს კი სამშენებლო კომპანია“ანაგმა“ ლაშა ჯანიბეგაშვილის  საქმეში 1 დღიანი ჩართვის შედეგად დასახიჩრებულ მუშას  170 000 ლარამდე  კომპენსაცია გადაუხადა.

ეს ფაქტი ცალსახად მეტყველებს მისი როგორც  ადვოკატის უზარმაზარ ავტორიტეტზე. ლაშა ჯანიბეგაშვილს თავის ბრწყინვალე ბეგრაუნდით შეუძლია 1დღეში ნებისმიერი დანაშაული გამოააშკარავოს და საზოგადოების ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია - მას დაახლოებით 200 000-მდე ხელმომწერი ჰყავს  სხვადასხვა სოციალურ პლათფორმაზე.  ზედაც თუ დავამატებთ მის გამბედავ, რისკიან, უკომპრომისო და მებრძოლ  ხასიათს იგი სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ ქართულ იურიდიულ სივრცეში.

საშუალო სტატისტიკით მის განცხადებებს დღეში 50 000-დან 100 000-მდე მნანხველი ჰყავს.

თუ თქვენ ეძებთ გამოცდილ პროფესიონალ უფლებადამცველებს 

თუ გესაჭიროებათ ადვოკატი სამოქალაქო    ან სისხლის სამართლის ადვოკატი ადვოკატთა ოჯახი მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი ერთ-ერთი ყველაზე  საიმედო უფლებადამცველები იქნებიან თქვენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×