ელზა პაპოშვილი
08.10.2024

იტალიაში, ქალაქ მილანში სუნამოების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 31  წლის კაცმა 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამოს მოპარვა სცადა, თუმცა მაღაზიის კონსულტანტებმა ქურდობის ფაქტი დააფიქსირეს. მამაკაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ მაღაზიის დაცვამ მისი დაკავება შეძლო. ბრალდებული ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს. 

ცნობილია, რომ დაკავებული ე.წ. ჭკვიან სათვალეს იყენებდა და ქურდობამდე მაღაზიას ფოტოს უღებდა. როგორც პოლიციამ მედიას განუცხადა, არსებობს ეჭვი, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და მასთან ერთად დანაშაულში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ მათი იდენტიფიკაციისთვის გამოძიება მიდის და არ არის გამორიცხული დაკავებულთა წრე გაიზარდოს.    

გარდა ამისა, მედიის ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება 10 დღის წინ მომხდარი კიდევ ერთი ქურდობა. გამოძიების მტკიცებით, მან მაშინაც ძვირადღირებული სუნამოები მოიპარა. პოლიცია ფიქრობენ, რომ დაკავებული მამაკაცი კარგად ორგანიზებული ჯგუფის წევრია, რომელიც ძვირფასი სუნამოების ქურდობით არის დაკავებულები. 

„დავაკავეთ 31 წლის მამაკაცი, რომლიც საქართველოს მოქალაქეა. როგორც გაირკვა, ის სხვა მაღაზიების გაქურდვაშიც არის ეჭვმიტანილი. მისი ამოცნობა კიდევ სხვა საქმეზეც მოხდა. ის საკმაოდ პროფესიონალურად მოქმედებდა, მაღაზიებში შედიოდა, ჭკვიანი სათვალის გამოყენებით სუნამოებს ფოტოებს უღებდა, მათ ფასებს ადგენდა და შემდეგ მათ მოპარვას იწყებდა.

„ის სუნამოებს ტანსაცმელში მალავდა და ასე ცდილობდა მაღაზიიდან გატანას. მისი საეჭვო ქმედებები კონსულტანტებმა შეამჩნიეს, მაღაზიის დაცვამ კი დააკავა და მას 6 ცალი ძვირადღირებული სუნამო უპოვეს. ვფიქრობთ, რომ მარტო არ მოქმედებდა, ამიტომაც მიდის გამოძიება და საქმის სხვა ფიგურანტებსაც ვიკვლევთ. შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს“, - ამბობს გამომძიებელი მედიასთან საუბრისას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×