ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლლეობის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. მარნეულში პოლიციამ ავტომობილის ხელოსანი ძმები დააკავა, თანაც სწორე იმ დროს, როდესაც ისინი მოკლული ტაქსისტის, 54 წლის შოთა ლორიას კუთვნილ „ტოიოტა პრიუსს“ თავის ეზოში შლიდნენ. ისინი 18 და 22 წლის არიან. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს მესამე ეჭვმიტანილს. ძმების ახლოხლები აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და მკვლელობა, სავარაუდოდ, სწორედ ამ მესამემ ჩაიდინა, რის შემდეგაც გატაცებული მანქანა ხელოსნებს მიუყვანა დასაშლელად.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული ხელოსნების ახლობლები, პოლიციის პარალელურად, საკუთარი ძალებით თავადაც ეძებენ მესამე ეჭვმიტანილს.
მკვლელობა 20 მაისს, განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. გამოძიების ინფორმაციით, 3 კაცისგან შემდგარმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა სპეციალურად შეარჩიეს მაღალი კლასის „ტოიოტა პრიუსი“, რომლის დაუფლების მიზნითაც 54 წლის შოთა ლორია ქვემო ქართლში გაიტყუეს და მოკლეს.
ღამის საათებში მას სოფელ ზემო ყულარში წაყვანა სთხოვეს. სოფელში შესვლამდე კი მათ მძღოლს ავტომობილი გააჩერებინეს და თავს დაესხნენ. ლორიას, სავარაუდოდ, ჯერ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, შემდგ კი ე.წ. ჟგუტით მოახვრჩეს. გარდაცვლილის გვამი ჯერ საბარგულში დამალეს და შემდეგ მდინარის ნაპირას დამარხეს. დამნაშავეებმა ამის შემდეგ ავტომობილი საკუთარ სახელოსნოში წაიყვანეს. სწორედ მაშინ გავიდა პოლიცია მათ კვალზე, როცა ისინი მოპარული ავტომობილს შლიდნენ.
„საშინელება მოხდა, თან თურმე პატარა ბიჭები ყოფილან. ჩვენ რაც ვიცით, ისაა, რომ კაცი თბილისიდან 20 მაისს გაუჩინარდა. მუშაობდა პატიოსნად, „იანდექსსს“ ტაქსის მძღოლად იყო დასაქმებული. გზაზე მოდიოდა, რა დროსაც ამ სამმა პირმა გააჩერა და მარნეულში წაყვანა სთხოვეს. სადღაც სოფელ ზემო ყულარში უთქვამთ - გააჩერე, ტუალეტში გვინდაო და ამასაც გაუჩერებია. სწორედ ამ დროს აქვს თავში რაღაც დარტყმული და რომ დარეტიანდა, მერე ე.წ. ჟგუტით არის მოხრჩობილი.
„მოკლული საბარგულში დაუმალავთ და იმავე ღამეს მინდორში მდინარესთან დამარხეს. ხელოსნები ყოფილან, სამივე ერთ სახელოსნოში მუშაობდა. წაუღიათ ავტომობილი და პოლიციას რომ არ მიეგნო, დაუშლიათ. დაშლილს ნაწილებად ყიდდნენ. სწორედ მაშინ აიყვანეს. მესამე პირი გქცეულია და მას ეძებენ.
„სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი სწორედ მანქანის წართმევა იყო. მძღოლმა მათი სახეზე დაინახა და ამიტომაც მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. 20 მაისიდან ოჯახთან და კომპანიასთან კავშირზე რომ აღარ გავიდა, განგაშის ატეხეს. კამერებით იპოვეს და ავოტმობილის ნავიგაციით - საით წაიყვანა, ვინ ჩაისვა და ა.შ.“, - ყვება მოკლული ტაქსის მძღოლის ახლობელი „რეზონანსთან“.
სოფელ ზემო ყულარში კი აცხადებენ, რომ დაკავებული ახალგაზრდები არაფერ შუაში არიან. „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ ისინი ავტოხელოსნები არიან, მათ „ტოიოტა პრიუსი“ შესაკეთებლად მიუყვანეს და დაკავეებულებს ტაქსის მღოლის მკვლლეობასთან საერთო არაფერი აქვთ.
დაკავებულები ძმები 22 წლის ნიძად და 18 წლის ამინ აბაზოვები არიან.
„შუადღე იქნებოდა, როდესაც სოფელი და უბანი უცებ პოლიციით გაივსო. რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ ჩვენი მეზობელი ბიჭები დაუკავებიათ. ნიძად და ამინ აბაზოვები. ავტომობილების ხელოსნები არიან. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ბავშვებმა ეს დანაშაული ჩაიდინეს. გავიგეთ, რომ მათ კიდევ ერთ პირთან ერთად ტაქსის მძღოლის მოკვლას და შემდეგ ცხედრის აქვე სოფელთან ახლოს დამარხვას ედავებიან. ავტომობილი კი სახელოსნოში ჰქონიათ.
„არ ვიცი გვამს როგორ მიაგნეს. ძაღლები ჰყავდათ და თხრიდნენ მდინარესთან. თქვეს, ცხედარი იქ უპოვიათო. მესამე პირი ვინ არის, არ ვიცით, ის არაა ჩვენი სოფლელი. ოჯახი ამბობს, რომ ბავშვებს ავტომობილი სწორედ ამ დაკარგულმა პირმა მოუყვანა და უთხრა ნაწილებად დაეშალათ. სანომრე ნიშნებიც კი ზედ ჰქონდა და ბიჭებს ეჭვიც არ შეპარვიათ. ახლა ოჯახი თავისი ძალებით ეძებს იმას, ავტომობილი ვინც მოიყვანა. ისინი რომ არ იქნებიან დამნაშავეები, ამის მჯერა. ცუდი ბავშვები არ არიან და ამის წარმოდგენა ძალიან მიჭირს“, - ყვება „რეზონანსთან“ დაკავებული ძმების მეზობელი.