ელზა პაპოშვილი
29.03.2023

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს. 47 წლის მამაკაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, თუმცა, ადგილობრივმა პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და ბრალდებულის სისხლიანი ტანსაცმელი.

თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, მან ქალაქ ბარის ცენტრში, 32 წლის მეუღლეს საცხოვრებელ სახლში ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან გაიქცა. ახალგაზრდა ქალი მრავალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.   

 „იტალიელებს რამდენიმე გასროლის ხმა გაუგიათ,  გარეთ გამოსულებს კი 32 წლამდე ქალი დახვდათ სახლის კართან  წაქცეული. მას ყელის არეში ჭრილობები აღენიშნებოდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ქალი ქართველი აღმოჩნდა და სავარაუდოდ, ადგილი ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა. მას, როგორც იტალიური მედია წერს,  სახლის კართან კაცი უთვალთვალებდა. სავარაუდოდ, ჩაუსაფრდა. 

მისი სახლში დაბრუნების დრო იცოდა და თავს დაესხა.  კარის გაღების დროს, მიპარვით ყელის არეში ესროლა. ის ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი  დაკავება შეძლო. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ის კლინიკიდან გაწერეს კიდევაც. კაცის ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 47 წლისაა და  ქართველია. სავარუდოდ, ცოლ-ქამრს შორის კონფლიქტი არსებობდა და დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიიდნა“, - უყვება „რეზონანს“ იტალიაში მცოხვრები ქართველი ემიგრანტი. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×