ნაზი ბერიძე
27.03.2023

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დარგში ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრეკეს სახელობის ჯილდოს გადაცემაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა: „სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვო ადამიანის უფლებების დარგში. ეს ხომ დაცინვაა ესხომ წარმოუდგენელია"-განაცხადა მან და დაამატა რომ ანდერს ბრეივიკის მსგავსად, რომელმაც ნორვეგიაში „ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა" სააკაშვილმაც „ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა... მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი".

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" განმარტავს, ღარიბაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, საეჭვოა რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ, ამის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ, მანამდე მთელი რიგი საკითხები უნდა დამტკიცდეს.

„ეგ შედარება პრემიერმა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში ნორვეგიელებმა ჯილდო გადასცეს სააკაშვილს. ნორვეგია უკავშირდება ბრეივიკის სახელს, რომელმაც ტერაქტი მოაწყო ნორვეგიაში.

„ამ რეპლიკიდან არ გამომდინარეობს ის, რომ ვინმე აპირებს სააკაშვილის სურვილის დაკმაყოფილებას. შანსი ყველაფრის არსებობს, მაგრამ იქამდე სანამ არ დამტკიცდება, რომ თუ კი არსებობს სააკაშვილის დაავადება, თუკი ის ავად არის მართლა, უნდა დამტკიცდეს, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური, საკითხის დასმა იმაზე რომ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში წაიყვანონ.

„ევროკავშირის მოწოდებას რაც შეეხება, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიოს. წესით ვერ უნდა გაათავისუფლოს, იმიტომ რომ მთავრობისგან დამოუკიდებელია სამართალდაცვის სისტემა და სასამართლო.

„თუ ეს მოწოდება გაითვალისწინა პრეზიდენტმა, მას აქვს შეწყალების უფლება, ეს იქნება შეწყალება და არა უცხოეთში გაშვება სამკურნალოდ. თან შეწყალებას თავისი ვადები აქვს - ასე როცა მოუნდება პატიმარს, მაშინ შეწყალება შეუძლებელია. ასე რომ სირთულეები მის გაშვებასთან დაკავშირებით არსებობს.

„თუკი ამ ყველაფერს არ გაუწია „ოცნებამ" ანგარიში და გაუშვა როგორღაც სააკაშვილი, მერე ითქმება რომ პოლიტიკური პატიმარი იყო. ამიტომ წამგებიანია უფრო გაშვება, ვიდრე დატოვება, თორემ თვითონ ხელისუფლებისთვის არის თავსატეხი სააკაშვილი. მას რომ რამე დაემართოს, ხელისუფლებას დაუწყებენ რბილად რომ ვთქვათ კრიტიკას. თუ ხელსაყრელ რაიმე მიზეზს იპოვის დაახლოებით იმ ტიპისას რაზეც ვისაუბრეთ, ხელისუფლება მას დიდი სიამოვნებით გაუშვებს, ოღონდ ისე რომ თვითონ უფრო ცუდ დღეში არ აღმოჩნდეს შემდეგ"-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×