ელზა პაპოშვილი
23.03.2023

მუხიანში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია - გაამოძიების ინფორმაციით, 65 წლამდე რამაზ ბასილაძე 39 წლის ემილ ალიევმა მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის დილის 9 საათზე მეზობელს ლიფტთან დახვდა და მას 50-ზე მეტი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. შემდეგ, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით, კაბინას ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვა სცადა. 

მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, 42-ე კორპუსში - დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. ლიფტში მომხდარი საზარელი დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოლოგების და ექპერტ-კრიმინალისტების დახმარებით ცხელ კვალზე  გახსნა. რამდენიმესაათიანი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამავე კორპუსში მცხოვრები 39 წლის ემინ ალიევია დაკავებული.  

მეზობლები მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ, მათი ინფორმაციით, კონფლიქტი შელაპარაკების საფუძველზე მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.   

მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ,  ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა. 

ადგილობრივები ამბობბენ, რომ 39 წლის კაცი იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც მოკლული. ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებები ადგენენ, რა გახდა საზარელი მკვლელობის მოტივი. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება გახდა, თუმცა ამაზე კონკრეტულად საუბარი მეზობლებს უჭირთ.   

„ეს დაკავებული ბიჭიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობს კონტაქტობდნენ  ერთმანეთთან რამე კონფლიქტი ჰქონდათ თუ არა,  არ ვიცით. ჩვენც გაოგნებული დავრჩით,  როცა ამბავი გავიგეთ. კაცი დილის საათებში მოკლა, შემდეგ ლიფტის შახტაში ჩააგდო და მისი დაწვა სცადა. წასულა და ეს სისხლიანი ტანსაცმელები გამოუცვლია და ასე იყო, ვითომაც არაფერი ხდებოდა. პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა. კინოლოგები მოიყვანეს და კვალს ამით მიაგნეს. მალევე მოხდა მისი იდენტიფიცირება. ალბათ კამერებიც ამოიღეს და სიტუაცია ოპერატულად შეისწავლეს. სხვა რაც ვიცით ჭორის დონეზე ისაა, რომ თითქოს ნარკოტიკების გამო მოუვიდათ ჩხუბიო. ეს მოკლული კაცი პენსიონერი იყო, დედასთან ერთად ცხოვრობდა და თავს პენსიით ირჩენდა. რა საერთო და შეხება ჰქონდათ ნარკოტიკებთან, არ ვიცით. უმძიმესი ამბავია, რომლის შემდეგაც შოკში ვართ“, - ყვება მეზობელი „რეზონანსთან“.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×