ელზა პაპოშვილი
21.03.2023

ბაგებში ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარი სახლის წინ თავს დაესხნენ და ხელკეტებით გაუსწორდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, ნიღბები ეკეთათ და ახალგაზრდა კაცს ჩასაფრებულები ელოდნენ. ისინი მას უმოწყალოდ სცემდნენ და როცა გული იჯერეს, ტერიტორია დატოვეს. მეზობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მალევე სამართალდამცველებიც გამოჩდნენ. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. ისინი ამბობენ, რომ მამაკაცი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი ვარაუდობენ, რომ საქმე პირად ანგარიშსწორებას ეხება და მამაკაცი თავდამსხმელებს იცნობდა.   

„თავდასხმაში 2 კაცი მონაწილეობდა. ეს ბიჭი სახლიდან რომ გამოსულა, მაშინვე მიცვენილან. ნიღბებით ყოფილან და ცემა დაუწყიათ. დაზიანებბეი ხელკეტებით  და ბლაგვი საგნით მიაყენეს. ზოგმა თქვა დაჭრილიც იყოო. 

„რა გახდა მიზეზი, არ ვიცით. როგორც ჩანს, თავადაც არ იცის. ან შესაძლოა მიხვდა კიდევაც, ვინ იცის... მათ სავარაუდოდ იცნობდა, რადგან ნიღბებით იყვნენ, რომ ამოცნობა არ მომხდარიყო. ზოგი ამბობს ფეხით გაიქცნენო, ზოგმაც - მანქანა სხვაგან ჰქონდათ გაჩერებული და იქამდე ფეხით მიირბინეს და მერე მანქანით წავიდნენო“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ასფალტზე მწოლიარე იპოვეს. მას თავსა და სხეულის სხვა არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. 

„აქ ცოლთან ერთად ცხოვრობს, ეს ვიცით. ახლოს არ ვიცნობთ, არ გვაქვს კონტაქტი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ორი პირი დაესხა თავს. წააქციეს და უმოწყალოდ ცემა დაუწყეს. ყველაფერი მალევე მოხდა. თავის და სხეულის არეში დაზიანებები ჰქონდა. დაბლა იწვა და დახმარებას ითხოვდა. ხალხმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და წაიყვანეს. პოლიცია მოვიდა და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. ყველაფერი დღის საათებში მოხდა. ელოდებოდნენ და როგორც ჩანს, მისი მარშუტი კარგად იცოდნენ. ჩასაფრებულები იყვნენ“, - ყვება კიდევ მეზობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×