ელზა პაპოშვილი
16.03.2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ბიძაშვილმა ბიძაშვილი დაჭრა. 49 წლის ელიზბარ გიგილოშვილს ქვედა კიდურის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მამაკაცს ბიძაშვილმა დამიზნებით იარაღი ფანჯრიდან ესროლა. მათ 2-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს და წაქცეული მეზობელი დაიანხეს, რომელიც შველას ითხოვდა. 

ადგილზე მისულებს ფეხში დაჭრილი ელიზბარ გიგოლაშვილი დახვდათ. ადაგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ბრალდებული მამაკაცი არ მიმალულა და ის პოლიციას სახლშივე დახვდა. 

მეზობლები კონფლიქტის მიზეზზე ვერ საუბრობენ, ამბობენ, რომ დაჭრილი გიგოლაშვილი კახეთის რეგიონში იუსტიციის სახლების ტექნიკური მიმართულების სამსახურის თანამშრომელია. 

„არანაირი კონფლიქტი არ ჰქონით. იმ დღეს რა მოხდა და რაზე შელაპარაკდნენ, მხოლოდ ამ ორმა იცის. მანამდე ჩვენ მათი კონფიქტის შესახებ არაფერი გვსმენია. არც ჩხუბის ხმა ყოფილა ისეთი, რომ მეზობლებს ყურადღება მიგვექცია. 

„ყველაფერი უცებ მოხდა - სახლის ფანჯრიდან გადმოდგა და დამიზნებით ფეხებში ორჯერ ესროლა. ორივე კიდური დაუხვრიტა ფაქტიურად. რომ წაიქცა და დაიწყო ყვირილი - „დაჭრილი ვარო“, ხალხიც მერე მივიდა. 

„ბიძაშვილი არ გაქცეულა, სახლში დახვდა პოლიციას. კარგი ნათესაობა ჰქონდათ და რა ვერ გაიყვეს, არ ვიცით. 

„დაჭრილი ელიზბარი ისუტიციის სახლში მუშაობს. წყნარი და მშვიდი კაცია. ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, რა უნდა მომხდარიყო“, - უყვება „რეზონანს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×