ბაჩანა ტყემალაძე
10.03.2023

თბილისის ქუჩებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია 7-8 მარტს გაიმართა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი უკან გაეწვია. აქციას შეუერთდნენ ისინიც, ვინც აქამდე აპოლიტიკურობით გამოირჩეოდა. ერთი შეხედვით ცხადია, რომ პროტესტანტებს შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ.

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მომიტინგეთა უმეტესობას „თაობა ძ"-ის, ე.წ. „ზუმერების", ანუ 1995 წელს შემდგომ დაბადებული სტუდენტები, ან უბრალოდ ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. იგი პოსტში ასევე საუბრობს ახალი თაობის პროტესტის ხისტ ფორმებსა და შეგნებულ, დანაშაულებრივ რისკზე.

„ბოლო დღეების მიტინგებს ის გამოარჩევს, რომ მასში დომინანტურად ჩაერთო ახალი თაობა (ე.წ. თაობა ძ - დაბადებულები 1995-2012 წლებში). ეს თაობა არ არის დატვირთული ე.წ. პროტესტის ჰუმანიზაციის ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს „დავარცხნილ" პროტესტს, ანუ ბრძოლას არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.

ახალი თაობა მიმართავს პროტესტის ხისტ ფორმებს, ანუ შეგნებულად მიდის დევიაციის (ზოგჯერ, დანაშაულის) რისკზე, რადგან ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მეთოდები ამოწურულია, დროში გაუმართლებლად გაწელილია, ანდა - პრინციპულად უშედეგო.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ხისტი საზოგადოებრივი პროტესტი Gენერატიონ ძ-თვის არის არა თვითმიზანი, როგორც პირველადი გამღიზიანებელი, არამედ რეაქცია უსამართლობის განცდაზე, ანუ მეორადი, თანაც სიტუაციური, რეფლექსია. ახალგაზრდებმა პოლიციის მანქანა ამოატრიალეს არა იმიტომ, რომ მათთვის ზოგადად პოლიცია (როგორც ინსტიტუტი) და პოლიციელია ცუდი, არამედ იმიტომ, რომ პოლიცია, მოცემულ კონტექსტში, უსამართლოდ მოიქცა და ასეთი რეაქცია დაიმსახურა.

მოკლედ, დღევანდელი ახალგაზრდული პროტესტი საქართველოში ყველაზე მეტად დაემსგავსა ევროპულს და ეს უდავოდ ახალი მოვლენაა", - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×