ნაზი ბერიძე
07.02.2023

 შეიძლება 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი" საქართველოში დომინანტური გახდეს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომლის ცნობითაც ამჟამად საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის საშალოდ 500 შემთხვევა ფისქსირდება. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მის პროგნოზს რეალურად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ „კრაკენის" დომინანტურობა ეპიდვითარებას არ დაამძიმებს.

ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ბივალენტური ვაქცინების მნიშვნელობაზეც საუბრობს. თუმცა პანდემიის შემობრუნების საშიშროებას ვერ ხედავს და პირიქით, პანდემიის დასასრულის მოახლოებას აანონსებს.

„ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი კორონავირუსი გამოჩნდა, მაშინ დაიწყო ვაქცინების შექმნა და არსებული ვაქცინები, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა ეფექტური იყო მისი პირვანდელი შტამების მიმართ, როგორიც იყო ე.წ. ბრიტანული და ასევე „დელტა" შტამი. როდესაც გამოჩნდა „ომიკრონი", არსებული ვაქცინების ეფექტურობა მის მიმართ შედარებით შემცირდა, თუმცა ის გვიცავდა დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.

„თუმცა ვიცით, რომ ვირუსი განაგრძობს მუტაციას და ჩნდება ახალი შტამები, განსაკუთრებით ეს ეხება „ომიკრონის" ქვეშტამებს და მათ შორის ერთერთი არის „კრაკენი", რომლის მიმართაც არსებული ვაქცინები ნაკლებ ეფექტურია.

„ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში მიდიოდა ახალ ვაქცინებზე მუშაობა. შეიქმნა ბივალენტური ვაქცინები, რომლებიც ეფექტურია როგორც „კრაკენის", ასევე კორონას პირვანდელი შტამებისა და „ომიკრონის" ქვეშტამების წინააღმდეგაც. აქედან გამომდინარე ეს ვაქცინები უფრო მისაღებია არსებულ რეალობაში.

„რაც შეეხება „კრაკენს", კიდევ იმასაც დავამატებ რომ ახალი ვაქცინებზე მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა და შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტად დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი ვაქცინების შექმნა. აჟამად ბივალენტური ვაქცინები, რომელიც ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არ არის, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ის ვაქცინები, რომელიც ხელმისაწვდომია", - აცხადებს გოგინავა.

მისივე თქმით, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ბივალენტური ვაქცინები ჩვენს ქვეყანაში, ამაზე სახელმწიფო მუშაობს. ამასთან, გოგონავა „რეზონანსთან" საუბარში პანდემიის დასასრულს პროგნოზირებს.

„პანდემიის დასრულებას რა თქმა უნდა უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ „ომიკრონის" ყველაზე აგრესიული შტამიც კი ბევრად ჩამოუვარდება მანამდე არსებულ შტამებს თავისი აგრესიულობით და მძიმე მიმდინარეობის პროცენტულობით.

„ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის დასრულდება პანდემია, ძალიან რთულია. გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებიც არის, მაგრამ „კრაკენი" ვერ შექმნის ისეთ ვითარებას, როგორიც კორონავირუსის წინა შტამების დროს იყო, როცა სრული ლოქდაუნი გამოცხადდა", - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×