ია აბულაშვილი
27.01.2023

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შედეგების შემდეგ საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მივიდეს, რადგან კანდიდატებიდან არც ერთი არ აღიარებს დამარცხებას.

„არჩევნები როგორც დამთავრდება, ორივე მხარე თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, როგორც ყველა არჩევნების შემდეგ აკეთებენ, დამარცხების აღიარება ამ ხალხს არ სჩვევია. რა ფორმით გაგრძელდება დაპირისპირება, ძნელი სათქმელია, რადგან პოლიტიკას ეს ხალხი ხელჩართულ ბრძოლას ეძახის. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს აკვირდება დასავლეთი და ალბათ დასკვნებს გამოიტანენ, როგორი პოლიტიკური ძალაა. ვინც არ იცნობდა, მათ უკვირთ, რაც ხდება, თორემ ჩემთვის „ნაციონალების" მოქმედებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ეს არის ძალა, რომელიც იბრძვის მხოლოდ ფულისთვის და ძალაუფლებისთვის, რაც კარგად არასდროს მთავრდება. რაც შეეხება მიშას და მის სიჩუმეს, მიშა თავს იდებს იმაზე, რომ დემენცია აქვს...

დაიშლება თუ არა „ნაცმოძრაობა", არ ვიცი, მაგრამ თუ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს და ალბათ გაიმარჯვებს, რადგან ფულთან არის დაკავშირებული, უფრო მალე მოუღებს ბოლოს ამ პარტიას. უბედური ქვეყანაა საქართველო, ნორმალური ოპოზცია არ ეღირსა. რა სანატრელი ყოფილა კარგი ოპოზიცია. „ოცნება" ჯობნის ახლა ფარჩაკებს, თორემ ნორმალური ოპოზიცია რომ ჰყავდეს, მოუწევდა თავისი პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე აყვანა," - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×