ელზა პაპოშვილი
24.01.2023

ვაზისუბნის მოსახლეობა ორშაბათს გვიან ღამით სროლის ხმამ გააღვიძა. პოლიციის განყოფილების წინ მდებარე ერთ-ერთ მაღაზიასთან მოქალაქემ ცეცხლი გახსნა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ სუპერმარკეტ „ბესტში“ კონსულტანტს ნისიად სთხოვდა სასმელსა და სიგარეტს. უარის მიღებისა და მაღაზიის თანამშრომლებთან კონფლიქტის შემდეგ, ის ტერიტორიას განერიდა, თუმცა მალევე უკან იარაღით დაბრუნდა და უმისამართო სროლა დაიწყო. 

„ნასვმა მდგომარეობაში მყოფი კაცი ღამის საათებში სუპერმარკეტში შესულა, და კონსულტანტი ბიჭისთვის სასმელი და სიგარეტის  უფულოდ მიცემა მოუთხოვია. ამაზე შელაპარაკებულან. იმ ბიჭის ხომ არ იყო მაღაზია, რატომ უნდა მიეცა?! მერე ბიჭს სხვა თანამშრომლებიც გამოსარჩლებიან და მაღაზიიდან გაუგდიათ. 

„მალევე იარაღით დაბრუნდა და უმისამართო სროლა დაიწყო. ზოგმა თქვა - მისი დაყაჩაღება უნდოდა და ფულსაც ითხოვდაო. ვიცით, რომ დაჭრილი არავინ არის და მადლობა ღმერთს ეს ინციდენტი მშვიდობიანად რომ დასრულდა. არ ვიცით ვინაა, ადგილობრივია თუ გამვლელი უცნობია. ვიცით, რომ პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებისთვის ცეცხლი არ გაუხსნია“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი ადგილობრივი ყვება, რომ სროლა მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მოხდა, სადაც კორპუსები მდებარეობს და ხალხმრავლობაა. თუმცა, საბედნიეროდ, გვიან ღამით ქუჩაზე მოძრაობა აქტიური არ იყო.   

„უმისამართოდ  ისროდა და ყვიროდა. მანამდე კი კონსულტანტ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა. თანამშრომლებმა მისი გარეთ გამოგდება მოასწრეს. შემდეგ კი უკან იარაღით დაბრუნდა და მაღზიის დაყაჩაღება სცადა. 

„სროლა მაღაზიის  გარეთ დაიწყო. კიდევ კარგი დღეა რ იყო, თორემ არსებობდა საფრთხე, რომ ბრმად ნასროლ ტყვიას ვინმე მოეკლა. გარშემო დასახლებული უბნებია და მსხვერპლიც შესაძლოა ყოფილიყო. პოლიციაში თავად მაღაზიის  თანამშრომლებმა დარეკეს. რგოგორც ვიცი, ადგილიდან მიმალვა სცდა, მაგრამ მალევე დააკავეს“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×