სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    (20.04.2010)

    მსოფლიოს ცივილურ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდის - კერძო საპენსიო სისტემის - ჩამოყალილებას საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა იგივე ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ საკითხის განხილვისთვის მზად არიან. თავის მხრივ, ამ სისტემის შექმნას დღევანდელი ქართული რეალობისთვის ნაადრევს უწოდებენ თავად ავტორები. ახლადშექმნილი ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტში მიაჩნიათ, რომ სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში შესაძლებელია, თუმცა მას მთავრობის ნებაც დასჭირდება.
      საქართველოში კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობას ახლადშექმნილი ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტი იწყებს. როგორც საფინანსო კომიტეტში აღნიშნავენ, აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში შესაძლებელია, თუმცა მას მთავრობის ნებაც დასჭირდება.
      კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება პოლიტიკურად არამომგებიანია, რადგან მთავრობამ გადასახადის შემცირების სახით შემოსავლები უნდა შეიმციროს, თუმცა გძრელვადიან პერსპექტივაში იგი ბიუჯეტს სერიოზულ თანხას დაუზოგავს.
      ბიზნეს ასოციაციამ საპენსიო ინიციტივები 2010 წლის პრიორიტეტებში დააყენა. ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე, "თიბისი ბანკის" დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ფონდის განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა პოლიტიკურ ნებას მოითხოვს.
      მისი განმარტებით, აღნიშნულ ფონდებში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხების აკუმულირება იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყანაში გრძელვადიან საინვესტიციო რესურსის არსებობას შეუწყობს ხელს. ბუცხრიკიძის თქმით, ფონდი ინდივიდუალურ შენატანებს დაეყრდნობა, ხოლო შენატანის წახალისება საგადასახადო შეღავათის სახით უნდა მოხდეს.
      ბუცხრიკიძე აღიარებს, რომ ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან მთავრობამ შემოსავლები უნდა შეიმციროს. მისი თქმით, პროექტი შედეგს მე-10 წელს მოიტანს.
      მთავრობაა კი მზადაა კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საკითხი განიხილოს. ამგვარი ინიციატივა უკვე დაადასტურა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
      "ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე სასაუბროდ ბიზნესთან, პენსიის მიმღებებთან და ასევე პოტენციურ მიმღებებთან. პრაქტიკულად ეს მთელი საზოგადოებაა", - განაცხადა ფინანსტა მინისთრმა.
      აქედან გამომდინარე აღნიშნული საკითხი ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
      "ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ არც გადასახადების კუთხით მსჯელობას მოვერიდებით, რადგან ეს ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. თუ იქნება კარგი ინიციატივა, მზად ვართ განვიხილოთ", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
      სხვათა შორის, საპენსიო პრობლემები არა მხოლოდ საქართველოს და მის მსგავს ქვეყნებს, არამედ მაღალგანვითარებული სახელმწიფოებსაც კი აქვთ. მაგალითად, აშშ-ს პენსიების გასაცემად, შესაძლოა ერთი ტრილიონი დოლარი დააკლდეს.
      ასეთ დასკვნამდე სპეციალური კვლევის ორგანიზატორები მივიდნენ, რომელთაც შტატების სოციალური პროგრამები გამოიკვლიეს. ექსპერტები ხელისუფლებას სასწრაფო ღონისძიებების გატარებას ურჩევენ.
      ცენტრის მოხსენება საპენსიო დაზღვევის, პენსიონერების სამედიცინო უზრუნველყოფას და სხვა პროგრამებს ეხება. 2008 წელს შტატების ბიუჯეტში ასეთი პროგრამებისთვის 2,45 ტრილიონი დოლარი იყო გამოყოფილი მაშინ, როდესაც დაგეგმილი პენსიების გადახდა 3,4 ტრლნ დოლარად იყო შეფასებული. პროგრამები, რომელთა რეალიზება ოლქებისა და ქალაქების ხელისუფლების მიერ ხორციელდება, არ განხილულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.
    ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, კრიზისის შესაჩერებლად, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს არაპოპულარული ღონისძიებების გატარება, შემცირდეს სოციალური ხარჯები, გაიზარდოს გადასახადები და შემცირდეს სამთავრობო სამსახურების რაოდენობა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter