ელზა პაპოშვილი
28.11.2022

სისხლიანი გარჩევა გოგონებს შორის - რუსთავში 21 წლის გოგონა 18 წლის მეგობარმა  გოგომ დაჭრა. მას დაზიანებები ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ქალებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ჩხუბი სასტუმროსთან მოხდა. თვითმხილველები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაჭრას წინ გოგონებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 18 წლის გოგონა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

ის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, სადაც მისი მეგობარი გოგონა მუშაობდა. გარეთ გამოიყვანა, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი ჩხუბი  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ მას რამდენიმე ჭრილობა მეგობარმა დანით მიაყენა. მაღაზიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.  

რაც შეეხება თავდამსხმელ გოგონას, ის პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში აიყვანა.   

„ეს  დაჭრილი გოგონა ჩვენთან მუშაობს, ბეზინგასამართ სადგურზე მდებარე  მაღაზიაში. კონსულტანტია და ძალიან კარგი ადამიანია. არანაირი კონფლიქტი ან დაპირისპირება არავისთან ჰქონია. 

როგორც ჩვენი თანამშრომლები ყვებიან, მას გამთენიისას სამსახურში მისმა მეგობარმა 18 წლის გოგონამ მიაკითხა. ამბობენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყოვო. დაუძახა გარეთ გასულიყო, რადგან მასთან სასაუბრო ჰქონდა. ეს გოგოც მშვიდად გაჰყვა.  შელაპარაკება გარეთ მოსვლიათ და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური შეხლა - შემოხლა დაწყო. 

აი ამ დროს მან დანით მუცელში რამდენჯერმე ჩაარტყა. გოგონამ ყვირილი დაიწყო -დამჭრა, მიშველეთო. თანამშრომლები საშველად გამოიქცენენ და ნახეს სისხლი სდიოდა, დაბლა იწვა. ეს მეგობარი გაქცეული დახვდათ. პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. რა მოხდა, რაზე დაიწყო ჩხუბი და რას ედავებოდა, არ ვიცით. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ზუსტად არავინ იცის რაზე ჩხუბობდნენ“,- ყვება „რეზონანსთან“ დაჭრილი გოგონას ერთ-ერთი თანამშრომელი.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×