ელზა პაპოშვილი
15.11.2022

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შემზარავ დანაშაულში ქართული ოჯახია ეჭვმიტანილი. როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა, მამა და მათი 15 წლის ქალიშვილი. თურქული პოლიცია მათ ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ, სავარაუდოდ, მე-5 სართულიდან ჩვილი გადმოაგდეს და ეს კადრები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. 

ადგილობრივმა მცხოვრებმა ამ ფაქტის ნახვის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარება და თურქული ჟარდარმერია გამოიძახეს. ადგილზე მისულებს სამართალდამცავებსა და ექმიმებს კი ჩვილი გარდაცვლილი დახვდათ. პოლიცია დანაშაულის კვალმა და კადრების გაშიფვრის შემდეგ, მე-5 სართულზე ქირით მცოხვრებ ქართულ ოჯახთან მიიყვანა. მათ სისხლის კვალი იპოვეს, როგორც სახლის ფანჯრის რაფაზე, ასევე აბაზანაში, სადაც, სავარაუდოდ, 15 წლის გოგონამ იმშობიარა. რის შემდეგაც ეჭვმიტანილებმა ჩვილი ფანჯრიდან გადააგდეს.   

თურქული ჟანდარმერია ეჭვობს, რომ 15 გოგონა თავადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. გოგონა და მისი მშობლები ახლა ალანიის ციხეში იმყოფებიან. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი გოგონა ჩვენებაში ამბობს, რომ მან არ იცოდა ორსულად რომ იყო. ამიტომ ბავშვის გაჩენის შემდეგ შეეშინდა და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. თუმცა ამტკიცებს, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. 

როგორც ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი „რეზონანსს“  უყვება, ფაქტი იმდენად შემზარავია, რომ თურქული მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.   

„როგორც მედია იუწყება, გარდაცვლილი ჩვილის სხეული ადგილობრივებმა კორპუსის შესასვლელთან იპოვეს. მათ პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და სამართალდამცველებს ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ. გარშემო არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ბავშვი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოაგდეს. 

„ჩვილი გოგონა იყო. პოლიციამ დაიწყო კადრების გაშიფვრა, იმ კორპუსში მცხოვრები ოჯახების დაკითხვა და ბინების დათვალიერება. სწორედ მეხუთე სართულზე ქირით ცხოვრობდა ქართული ოჯახი - 15 წლის გოგონა და მისი მშობლები. სახლის დათვალიერების შემდეგ სისხლის კვალი იპოვეს აბაზანში და ფანჯრის რაფაზე. ასევე გოგონას შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ახალ ნამშობიარებელი იყო. 

„როგორც მედია წერს, გოგონა ამბობს, რომ არ იცოდა ორსულად თუ იყო. ბავშვი კი მკვდარი დაიბადა და პანიკაში ჩავვარდიო. ამიტომ ფანჯრიდან გადააგდო. 

„სავარაუდოდ, გოგონა არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. არც ისაა გამორიცხული, რომ ოჯახმა არაფერი იცოდა, ან იცოდა და ამ დანაშაულში ისინიც მონაწილეობდნენ. ჯერჯერობით მედია  არ წერს რა მუხლით წარუდგინეს მშობლებს ბრალი. გოგონას კი ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ“, - უყვება „რეზონანსს“თურქეთში მცოხვრები  ქართველი ემიგრანტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×