ელზა პაპოშვილი
31.10.2022

კიბერბულინგის გამო 17 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. არასრუწლოვანმა მის წანააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგს ვერ გაუძლო. ცნობილია, რომ ფსიქოლოგიურ ტერორს გოგონაზე 35 წლის მამაკაცი ახდენდა. კიბერმოძალადე გოგონას ფოტოებს და ვიდეობს აქვეყნებდა და სექსმუშაკად ასაღებდა. 

სკოლის მოსწავლის ფსიქიკამ დაწყებულ ბულინგს ვერ გაუძლო და მან დიდი რაოდენობით საძილე  საშუალებები მიიღო. ქვეყანაში „ტიკტოკზე“ ბულინგის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება, სასტიკი ბულინგის და დამცირების მსხვერპლი არაერთი მოზარდია. მოზარდების ყველაზე გასართობი სოციალური ქსელი საქართველოში ბულინგის იარაღად იქცა. 

არაერთი მოზარდი და მისი მშობლები ყვებიან, რომ ბავშვების სოციალურ ქსელში დამცირების და შეუარცხყოფის მსხვერპლნი არიან. ყალბი გევრდებიდან ბავშვების ბულინგი იწყება, რომელსაც მასობრივი სახე ეძლევა. ფოტოს ან ვიდეოს ყალბი ექაუნთ გვერდზე ანთავსებენ, რის შემდეგაც ბავშვების შეურაცხყოფა და დამცირება იწყება. 

ბევრი მოზარდი ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს. საქმე შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს. სწორედ მსგავსი დამცირების გამო 17 წლის გოგონას სიცოხცლე  რუსთავში ძლივს გადაარჩინეს. 

„ძალიან ხშირია ტიკტოკზე ბავშვების დამცირება და შეურაცხყოფა. მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვების ექაუნთები და მათ მიერ გავრცელებული ფოტო თუ ვიდეო შეამოწმონ. როგორც ცნობილი ხდება, მოზარდებთან ყალბი ექაუნთებით შედიან კომუნიკაციაში. მათთან თავიდან მეგობრულ ურთიერთობას იწყებენ, შემდეგ კი ბულინგით მათ დამცირებას ახდენენ. 17 წლის გოგონას შემთხვევაშიც ასე მოხდა. მის ფოტოებს უცნობი მამაკაცი იღებდა, ავრცელებდა და სექსმუშაკად ასაღებდა. მასზე არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდიოდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.

 ბავშვმა დიდი რაოდენობით საძილე აბები მიიღო, საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოხერხდა. მამაკაცი ყალბი ექაუნთებით, სხვადასხვა სახელებით რეგისტრირდება და ბავშვების ბულინგს იწყებს. თურმე, აქეთ იმუქრება, რომ ასე და ისე გიზამთო. პოლიცია და გამოძიება ასეთ შემთხვევებში უძლურია, ამიტომ, როგორც ვიცი მშობლებმა გამოძიებასაც კი არ მიმართეს. სიტუაცია სოციალურ ქსელში ძალიან საფრთხილოა და ყველა მშობელს მოვუწოდებ რომ იფრთხილონ. ჩემს შვილსაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევები და მას საერთოდ ტიკტოკი გავაუქმებინე“, - ყვება ერთ-ერთი მოზარდის დედა „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×