ელზა პაპოშვილი
26.10.2022

ოჯახი უკვე მესამე დღეა, ფოთში დაკარგულ 22 წლის ჯანო ჯიქიას ეძებს. ის სახლიდან  24 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ სახლიდან გასვლისას ბიჭს წითელი მოსაცმელი ეცვა და შავი ქუდი ეხურა. პოლიციამ კამერების დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ბიჭის კვალი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა.   

ახლობლები ამბობენ, რომ ბიჭს კონფლიქტი ან სხვა პრობლემები არ ჰქონია. ის სრულიად მშვიდ ვითარებაში სახლდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. თუმცა, ამბობენ, რომ დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომ თვითმკვლელობამდე მისულიყო. 

პოლიცია მის კვალს ზღვაში მყვინთავების მეშვეობით ეძებს, ასევე სანაპირო ზოლის დათვალიერება მიმდინარეობს. შევიდა თუ არა ბიჭი ზღვაში, ამ დრომდე უცნობია და არ არსებობენ თვითმხილველები, ვინც ამ ფაქტს დაადასტურებენ. დაკარგულის ოჯახს კი ვერსიებზე საუბარი უჭირს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 115 მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

„როგორც ვიცით, ბიჭი სახლიდან 24 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა.  ჩვეულებრივ ხასიათზე იყო. მშვიდად,  წყნარად ჩაიცვა და გავიდა. იფიქრეს, რომ სასეირნოდ მიდიოდა ან მეგობრებთან, თუმცა, რომ აღარ გამოჩნდა, მისი ძებნა დაიწყეს. 

„არც სახლში და არც სხვა ვინმესთან პრობლემები არ ჰქონია. არც კონფლიქტი მოსვლია. უფრო დეპრესიული ფონი ჰქონდა. სხვა არაფერი, რაზეც ეჭვი შეიძლება არსებობდეს. კამერებმა ბოლოს ფოთის პორტთან დააფიქსირეს, ამიტომ ძებნა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მთელი ქალაქი, ყველა ეძებს. თუმცა მისი კვალი ამ დრომდე არ ჩანს“. - ამბობს  გაუჩინარებული ახალგაზრდის ახლობელი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×