თამთა ჩაჩანიძე
09.10.2022

განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების რეფორმას იწყებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასწავლებლები სტუდენტებს ძველებურად არა მხოლოდ პროფესიის შესწავლას უზრუნველყოფენ, არამედ სხვადასხვა სერვისებს შესთავაზებენ და ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებისკენ იქნება მიმართული, რომელიც ადამიანებს უკვე დასაქმების ბაზარზე დაეხმარება.

ჯერჯერობით ექსპერიმენტის სახით ეს პროგრამა საქართველოს მასშტაბით ორ პროფესიულ სასწავლებელში ინერგება და ვითარდება - ქუთაისის კოლეჯ „იბერიასა" და თელავის კოლეჯ „პრესტიჟში". ე.წ. ჰაბ კოლეჯში იმის გარდა, რომ ადამიანი პროფესიას შეიძენს, პარალელურად ყველა საჭიროება ექნება დაკმაყოფილებული, ასევე უვითარდება ისეთი უნარები, რაც შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ამასთან, სამეწარმეო სწავლებები ადამიანს ეხმარება იმაში, რომ თავისი ბიზნეს იდეა ჩამოაყალიბოს და დამოუკიდებელი ბიზნესი შექმნას.

ამ პროექტს ახორციელებს არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი" და პროფესიული უნარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. რეფორმის საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალებზე „რეზონანსი" „მზიანი სახლის" ხელმძღვანელს ნოდარ მამინაიშვილს ესაუბრა. აღნიშნული ორგანიზაცია იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობს, თუ კოლეჯმა ამ პროგრამის ფარგლებში რა და როგორ უნდა გააკეთოს.

აქვე ნოდარ მამინაიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ევროკავშირისგან ფინანსდება, კოლეჯში სწავლება სრულიად უფასოა, ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვით კოლეჯები უნდა განვითარდეს და ჰაბებად გარდაიქმნას.

რას ითვალისწინებს ახალი რეფორმა

„პროქეტის თანხა ევროკავშირისაა, რომლის გამტარი გაეროს განვითარების პროგრამაა. ამ პროექტში არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი" და პროფესიული უნარების სააგენტო მონაწილეობს, რომელიც განათლების სამინისტროსა და ბიზნესის მიერ ერთობლივად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია..

„რეფორმის ფარგლებში კოლეჯები უნარების განმავითარებელ ადგილობრივ ჰაბებად უნდა გადაკეთდეს და განათლებისა და დასაქმების სერვისებზე დაინტერესებული ადამიანების წვდომა გაიზარდოს. თუკი აქამდე პროფესიული სასწავლებელი ადამიანისთვის მხოლოდ პროფესიის შესწავლას უზრუნველყოფდა, ახლა სტუდენტებს იმაზე უფრო მეტ სერვისს მიაწვდიან, ვიდრე პროფესიის შესწავლაა. ამ სერვისში კომპეტენციების განვითარების მიმართულება იგულიხმება.

„დასაქმების ბაზარი კლვალიფიციურ კადრს ითხოვს. არა მხოლოდ პროფესიის მცოდნეს, არამედ ისეთს, რომელსაც შეეძლება გუნდური მუშაობა, სტრესის გამკლავება, ცვლილებების მართვა, კონფლიქტის დარეგულირება, ექნება ლიდერული უნარჩვევები და ა.შ.. კოლეჯმა უნდა უზრუნველყოს, რომ მას ეს კომპეტენციებიც განუვითარდეს - რბილი უნარები, ე.წ. სოფთ სქილს რასაც ეძახიან.

„შესაბამისად, კოლეჯებში არაფორმალური განათლების სერვისების მიწოდება ინერგება, რომელიც სხვადასხვა სახის საკლუბო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს - გუნდურ მუშაობაზე, ლიდერობაზე, კონფლიქტების მართვაზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე. ადამიანები თავიანთი ინტერესების შესაბამისად პროქტებს ქმნიან, რაღაც აქტივობებს თვითონ აორგანიზებენ, ამ ყველაფერში კი ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციები უვითარდებათ, რომელიც დასაქმების ბაზარზე გასვლის დროს დაეხმარებათ და უკვე კონკურენტუნარიანები იქნებიან.

„საქართველოს მასშტაბით ორი პროფესიული სასწავლებელია შერჩეული - ქუთაისის კოლეჯი „იბერია" და თელავის კოლეჯი „პრესტიჟი", სადაც ეს ყველაფერი ინერგება. საგანმანათლებლო სერვისების გარდა, ფსიქო-სოციალური სერვისებია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ, მაგალითად, სტუდენტი ახალგაზრდა დედაა და ბავშვის დატოვების საშუალება არსად არ აქვს, კოლეჯმა ეს მომსახურება უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვის დატოვების ოთახი ჰქონდეს.

„თუ სტუდენტი სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა და კოლეჯს საერთო საცხოვრებელი არ აქვს, ბინის მოძებნაში უნდა დაეხმაროს. ასევე ფსიქოლოგი სჭირდება თუ სოციალური მუშაკი, კოლეჯმა ესეც უნდა უზრუნველყოს. ეს ყველაფერი უნდა იყოს სტუდენტზე მეტად მორგებული. ფუტკრის სკას რომ ფუტკარი ეხბვევა, ჰაბი კოლეჯიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს.

„მზიანი სახლი" იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე ვმუშაობთ, თუ კოლეჯმა რა და როგორ უნდა გააკეთოს, დაინტერესებული ადამიანი როგორ უნდა მოიზიდოს და სასწავლებელი დაამთავრებინოს. გარდა ამისა, ასეთი რაღაცაა ჩადებული, რომ კოლეჯი კარიერის დაგეგმვაში და პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმაროს. ასევე სამეწარმეო სწავლების ფარგლებში კონკრეტული ბიზნეს იდეა შეიმუშავოს და შემდეგ დაფინასება მოიპოვოს. ძალიან ბევრი ფონდია, დონორი, რომელიც სტარტაპებს და დამწყებ ბისნესმენებს აფინანსებს.

„მზიანი სახლი" ახალგაზრდებთან მუშაობს, ორი-ორი ახალგაზრდული მუშაკი გვყავს გადამზადებული, რომლებიც პროექტში მოინაწილე კოლეჯებში ახაგაზრდებთან მუშაობენ და ამ უნარებს ივითარებენ. 11 ოქტომბრიდან სტუდენტებისთის უკვვე ბიზნეს იდეების გენერირებას და ბიზნესპროექტების შექმნაში დახმარებას ვიწყებთ", - განაცხადა ნოდარ მამინაიშვილმა.

რა შეიცვლება პროგრამის დანერგვით ქვეყანაში

კითხვაზე, რამდენად ამართლებს პროგრამა, „მზიანი სახლის" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამან შესაძლოა ქვეყნის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშოს.

„დანერგვის შემდეგ რეფორმას გარკეული დრო სჭირდება, რომ შედეგები დაინახო. თუმცა იმას, რაც დავნერგეთ, უკვე აქვს შედეგები. ჩვენ არაფორმალურ განათლებაში და ახალგაზრდულ სექტორში დიდი ხანია ვმოღვაწეობთ და კარგად ვიცით, რომ ამან შეიძლება მთელი ქვეყნის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეიტანოს.

„ტრენინგები, ბანაკები, საკლუბო შეხვედრები ამ ადამიანებს იმის საშუალებას აძლევს, რომ საჭიროებები დაიკმაყოფილოს. ერთის მხრივ ადამიანი თავის ადამიანურ-ბუნებრივ საჭიროებებს იკმაყოფილებს, მეორეს მხრივ კი ვითარდება და როცა მას პროფესია უკვე ხელში უჭირავს, მის მიმართ ინტერესი მეტი აქვთ. გარდა ამისა, ყველა მავნე ჩვევის პრევენცია ხდება, ნარკომანია იქნება ეს თუ ლუდომანია. ჰაბი კოლეჯი ადამიანებს ყველაფერს უგვარებს და ადამიანი თვითკმარი ხდება.

„ამის დანერგვა ძალიან მნიშვნბელოვანია. ასოცირების შთანხმებას ხელი რომ მოვაწერეთ, იქ წერია, რომ კოლეჯები უნდა განვითარდეს და ჰაბებად გარდაიქმნას, დაინტერესებულმა ადამიანმა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ არაფორმალური განათლება უნდა მიიღოს. ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუცია უნდა შეიქმნას, ეს კი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც კლუბური საქმიანობა, ტრენინგები, ბანაკები, ლაშქრობები სხვადასხვა საქმიანობები მიჰყავს.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანა განვითარდეს. 2019 წლის მონაცემებით საქართველოს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი აქვს, ყველაზე დიდი რაოდენობით გვყავს ახალგაზრდა, რომელიც არ სწავლობს, არ მუშაობს და არც არაფორმალურ განათლებაში და ტრენინგებში არაა ჩართული. ასეთი ადამიანი ვერ რეალიზდება და ვერ ვითარდება, მხოლოდ მომხმარებლად რჩება, რომელიც სხვამ უნდა არჩინოს. 2019 წლის კვლევით, საქართველოში ახალგაზრდების 34% ასეთია.

„ჯანღონით სავსე ამბიციური ახალგაზრდა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დოვლათის შექმნაში არ მიონაწილეობენ, ეს კი სახელწმიფოსთვის ძალიან დამაზიანებელია. როცა უნივერსიტეტი და კოლეჯი სტუდენტს უშვებს, ისინი განათლებას იღებენ, მაგრამ შემდგომში თვითრეალიზაციას ვერ ახდენენ. არადა ბიზნეს კვალიფიციური კადრები სჭირდება.

„მომავალში ეს რეფორმა ყველა კოლეჯზე უნდა გავრცელდეს. პროფესიულ სასწავლებელში სწავლა უფასოა, ასაკის მხრივ შეზღუდვა არაა. ახლახანს გავიგე, რომ კოლეჯში კონკრეტულ სპეციალობაზე 47 წლის ქალბატონმა ჩააბარა. დღემდე ასეთი სტერეორიპია ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით რაიონებში, რომ უნივერსიტეტს დონე ვერ დააკმაყოფილა და და კოლეჯში ამიტომ ჩააბარაო. არადა რომ მივიხედ-მოვიხედოთ, საქართველოში რა საქმიანობაც ვითარდება, პროფესიული განათლების მიმართულებებია - ტურიზმი, ავტომობილის, მშენებლობის ხელოსანი, სილამაზის სალონი, მზარეული, ყველაფერი მოთხოვნადია. თანაც, უმაღლეს სასწავლებელთან შედარებით კოლეჯში ჩაბარება ძალიან მარტივია.

„ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდულ სფეროში ვართ ჩართული, დიდი სურვილი გვაქვს, რომ იმას მივაღწიოთ, რომ ყველა სკოლაში, კოლეჯსა და უნივერსიტეტში ახალგაზრდული მუშაკი მუშაობდეს, რომ ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება მიეცეთ და უფრო თვითკმარი და ჯანსაღი თვითშეფასების ადამიანები გვყავდეს. უახლოეს მომავალში ამის შესახებ საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს", - განაცხადა ნოდარ მამინაიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×