ელზა პაპოშვილი
05.10.2022

თბილისში, საირმის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც  ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.შემთხვევა ღამის საათებში  მოხდა. ადგილობრივები რამდენჯერმე  გასროლის ხმამ გააღვიძათ. ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირიპირება დაჭრით დასრულდა.  როგორც თვითმხილველები ამბობენ,  გასროლის და ყვირილი ხმა  გაიგეს. მათივე თქმით, კაცს  ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცს თავს ნაცნობი დაესხა, რომელიც ჩასაფრებული ელოდებოდა.  ხოლო დაჭრის მოტივი ეჭვიანობაა. მამაკაცი  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანეს  და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

„ყვრილის და გასროლის ხმა გავიგეთ, ასე ღამის 12 საათი იქნებოდა.  სამი გასროლის ხმა გავიგეთ. გარეთ რომ გამოვედით, ჩასარიცხ აპარატთან ახალაზრდი ბიჭი იჯდა და სისხლი სდიოდა. ჭრილობები ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. დეიდაშვილთან ყოფილა სტუმრად და გარეთ გამოვიდა, რომ აპარატზე ფული უნდა ჩაერიცხა. იქ დადგომია ვიღაც და ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა და მერე ამ პირს იარაღიდან უსვრია. ამბობენ, რომ მიზეზი ეჭვინობაა და ზუსტად არავინ არაფერი არ იცის. ფაქტია, რომ ერთმანეთს იცნობდნენ და დაჭრამდე საქმის გარჩევას ჰქონდა ადგილი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×