ელზა პაპოშვილი
04.10.2022

დმანისის პოლიციაში გამოკითხვების სერია სამშაბათს გვიანობამდე გაგრძელდა. კრიმინალური პოლიცია საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დმანისის მუზეუმის დირექტორის, გოჩა კილაძის საქმეზე მის თანამშრომლებს ჰკითხავდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, პოლიცია კითხვებს სვამს აუდიტის დასკვნაზე და იმაზე, ხომ არ ხდებოდა დირექტორზე ვინმეს მხრიდან ზეწოლა, რის გამოც მას შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. 

გარდაცვალების საქმე საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან, როგორც კილაძის თანამშრომლები ამბობენ, არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმის, რომ მას თავი მოეკლა. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა მასზე ვინმეს მხრიდან ზეწოლა ხდებოდა, რის გამოც მუზეუმის დირექტორმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.  

50 წლის გოჩა კილაძი ცხედარი მუზეუმის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა. მათ სუიციდის მოტივზე საუბარი უჭირთ და არ აქვთ ვერსია, რატომ შეიძლება მას თვაი მოეკლა. კილაძის საქმეს შინაგან ასქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.      

„გუშინ დილიდან უკვე აღარ ჩანდა. სახლში მეზობელი მოიყვანა, ჩამოსვა და მან უთხრა - წამოდი, გოჩა, ყავა დავლიოთო. უარი უთქვამს - არა, არ მინდაო. აი, ამის შემდეგ ის აღარ ჩანდა. 

მერე მოვიდა ეს მეზობელი ჩემთან და მითხრა - გოჩა არ ჩანს და ხომ არ გინახავსო? არა-თქო ვუთხრი და ამ საუბარში ვიყავით, მეზობლის ბავშვი რომ მოვარდა და თქვა - გოჩას მანქანა ეზოში დგას და შეიძება სძინავს ან სამზარეულოშიაო. 

ბავშვი სამზარეულოსკენ წავიდა და დაიწყო ყვირილი - აქ არის, აქო.  შეგვეშინდა გავიქეცით. ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდა გოჩა და წაქცეული ხომ არ არის-თქო. შევვარდით და რა დავინახე - სამზარეულოში იყო დაჩოქილ მდგომარეობაში და თავი ჰქონდა ჩამომხრჩვალი. მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. 

ნამდვილად ამბობდა, რომ ცუდად იყო. ვეხვეწებოდი - წადი, იმკურნალე, წამლები დალიე... ბოლო დროს ვერ იყო კარგად. არ ამბობდა რა ხდებოდა. სამინისტროდან შემოწმებაზე ერთი თვის წინ იყვნენ. არავითარი დარღვევა არ უნახავთ. რა მოხდა მის თავს, არ ვიცით“, - განუცხადა „რეზონანსს“ გარდაცვლილის მეზობელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×