რეზონანსი
04.10.2022

საქართველოში შობადობა ბოლო 8 წელია მუდმივად მცირდება და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა უკვე დემოგრაფიული კოლაფსია, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მათი თქმით, ეს პრობლემა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა. გარდა ამისა, დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად რეპროდუქციულ ასაკში მყოფნი ადამიანები მიგრაციაში ყოფნაც სახელდება.

ბოლო 8 წლის განმავლობაში შობადობა საქართველოში 33%-ით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები ასეთია: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 60 635 იყო, 2015 წელს - 59 249, 2016 წელს - 56 569, 2017 წელს - 53 293, 2018 წელს- 51 138, 2019 წელს - 48 296, 2020 წელს- 46 520, 2021 წელს- 45 946, ხოლო 2022 წლის პირველ 6 თვეში (იანვარი-ივლისი) ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 შეადგინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ კლებას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი კორონავირუსის პანდემია.

„შესასწავლია, თუ რა შედეგები დაგვიტოვა პანდემიამ დემოგრაფიული კუთხით. კერძოდ, ოჯახებში რა ცვლილებები მოხდა, გაიზარდა თუ არა ბავშთა ყოლის თაობაზე მოთხოვნილებები და ა.შ. 

„ასევე მნიშვნელოვანია მიგრაციული მოვლენები. რეპროდუქციის ასაკის მქონდე ადამიანების რაოდენობა შემცირებულია მიგრაციის შედეგად. აგრეთვე, ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მნიშნელოვანია ადრეულ ასაკში წყვილების განქორწინება.

„ზემო ასაკში ხშირია შობადობის „გაწელვა“ - 29 წელი არის პირველი ბავშვის დაბადების საშუალო ასაკი დედებში. ეს კი უკავშირდება განათლების მიღებას, კარიერის შექმნას, ოჯახის კეთილმოწყობას, რაც იწვევს დაოჯახების მომავლისთვის გადადებას და შესაბამისად, შობადობის შემცირებას.

„სწორედ ეს არის ის მრავალი სოციალური საკითხები, რომლებიც იწვევს შობადობის შემცირებას. ეს არის წინასწარ პერიოდში გამოტანილი დასკვნა, რომელიც მომავალში როგორ შეიცვლება, არ ვიცით.

„ოჯახს, რომელსაც არ უნდა შვილი, არ გააჩენს. ამიტომაც უნდა გაიზარდოს ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება. ამისთვის კი უნდა გატარდეს მრავალი სოციალურ- პოლიტიკური ღონისძიებები, რომლებიც გააუმჯობესებდა ოჯახის მდგომარეობას. თუმცა, ბიუჯეტი არ ჰყოფნის ქვეყნის განვითარებას და დემოგრაფია გადასულია უკანა ფლანგზე.

„საერთო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე დემოგრაფიული კოლაფსია, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია. დემოგრაფიული კოლაფსი ნიშნავს იმას, რომ მაღალია მიგრაცია, დაიკლო შობადობამ და გაიზარდა მოკვდავობა.

„მიუხედავად ამისა, სანამ ეს წელი არ დამთავრდება, ზუსტად არაფერი გვეცოდინება, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენი ორსულია ქვეყანაში. შესაძლებელია, რომ დარჩენილი თვეების განმავლობაში იმდენი ბავში დაიბადოს, რომ გადაასწროს წინა წლის შედეგს“, - განაცხადა ავთანდილ სულაბერიძემ.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×