რეზონანსი
27.09.2022

საქართველომ თავის ტეროტორიაზე რუსეთის მხოლოდ ის მოქალაეები უნდა შემოუშვას, რომელთაც დაგმეს თავისი ხელისუფლების მოქმედება. ხოლო ისინი, ვინც საქართველოშ მხოლოდ კომფორტული ცხოვრების პირობებისთვის მოდიაბ, არ უნდა შემოვუშვათ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე აცხადებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთის მრავალი მოქალაქე ჩამოდის. მათი რაოდენობა განსაკუთრებით 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა და ყოველდიურად მატულობს. საზოგადოებრივი ამასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და მათთვის საზღვარი ჩაიკეტოს, ან გარკვეული ფილტრი იქნეს შემოღებული საზღვარზე. ხოლო მეორე ნაწილი რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებაში ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედავს.

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების უმრავლესობას, რომელიც საქართველოში მოდის, „მონაწილეობა არ აქვს მიღებული იმ საზიზღრობაში, რაც რუსეთმა ჩაიდინა“.

„რუსების შემოშვების წინააღმდეგი არ ვარ. შემოვუშვათ ქალებიდან ყველა, ვინც ლამაზია. მხოლოდ ქალები, კაცები - არა. თუ მხოლოდ ქალებს შემოუშვებენ, არანაირი პრობლემა არ იქნება, ვიქნებით მშვენივრად, პირიქით, ეს იქნება სამოთხე... ეს ყველაფერი ვიხუმრე.

„მგონია, რომ ჩვენ არავის უნდა გადავუკეტოთ გზა. ადამიანებმა რუსეთი დატოვეს და უნდათ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩვენთან შეაფარონ თავი. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ხალხს, რომელმაც რუსეთს უღალატა, გზა გადავუკეტოთ. პირიქით, უნდა მივიღოთ და ვანახოთ, რომ ქართველები ვართ წესიერი, საყვარელი და კარგი ხალხი, რომელიც ივიწყებს იმ ისტორია, თუ რა დაგვმართა რუსეთმა.

„იმ ხალხს, ვინც აქეთ მორბის, ვფიქრობ, მონაწილეობა არ აქვს მიღებული იმ საზიზღრობაში, რაც რუსეთმა ჩაიდინა.

„ისეთ ადამიანებს, რომლებიც იმიტომ წამოვიდნენ, რომ კომფორტი შეიქმნან, მე ვერ მივესალმები. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში იმიტომ, რომ დაგმეს რუსეთის ქმედებები და ჩვენ გვესტუმრნენ, მთელი გულითა და სულით შევეგებები.

„მე რომ ვიყო ეკონომისტი ან პოლიტიკოსი, ვიტყოდი რა შედეგები მოყვებოდა ამას, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. კაცი, რომელიც, რა თქმა უნდა, ნაწყენია რუსეთის იმპერიაზე. იმ იმპერიაზე, რომელმაც უბედურება დაგვმართა და წაგვართვა ყველაფერი“, - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×