ელზა პაპოშვილი
25.09.2022

მორიგი მძიმე დანაშაული, სადაც მსხვერპლი კვლავ არასრულწლოვანია, მოძალადე კი - მისი ოჯახის წევრი. შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა. ის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. მას თავად 13 წლის გოგონა სდებს ბრალს და აცახდებს, რომ პაპა მასზე სისტემატიურად ძალადობდა. დაკავებულის მეუღლე , ნათესავები და მეზობლები მომდხარ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ბავშვი მამის წაქეზებით ადანაშაულებს პაპას.

დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ 13 წლის არასრულწლოვანი გოგონა შესაძლოა მამის გავლენის ქვეშ მოექცა. ის კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მისი მეუღლე ბავშვზე გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.

„ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე, რომლის დაბრალებასაც ბავშვს მამა აიძულებს. ბავშვია თავად მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენი სიძე ბავშვს სცემდა და ამიტომ ის ჩვენთან საცხოვრებლად გადმოვიყვანეთ. არ გამოვრიცხავთ, რომ ბავშვს ის შთააგონებს და ეუბნება ასე ილაპარაკოს. ჩვენზე შურისძიება უნდა. 

„მოვიდა პოლიცია და ყველა ქუჩაში გამოგვყარეს. მთელმა სოფელმა და მეზობლებმა იციან ეს რა კაციც არის. თავად იძახის - მომკალით, მსგავსი რამის ჩამდენი როგორ ვიქნებიო. კაცი ლამის სირცხვილით და ნერვიულობით მოკვდეს...

„პაპა არ მსიამოვნებდა, რადგან ცუდად  მეფერებოდაო... - ეს ბავშვი ჰყავთ დარიგებული და დაზეპირებულად ლაპარაკობს. ეს მისი მოგონილი არ არის, ვიღაც არიგებს“, - ყვება ბრალდებულის მეუღლე მედიასთან.

ხოლო ბრალდებულის ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი კი „რეზონანსთაან“ ამბობს, რომ ამ დრომდე დაკავებულისთვის მსგავსი არაფერი შეუნიშნავს. ის გამორიცახვს, რომ მამაკაცმა ასეთი დანაშაული ჩაიდინა. 

„დაკავებული ჩემი დეიდაშვილია. რამე რომ ყოფილიყო, ხომ შევამჩნევდით. ძაღლის თავი სადაა ჩამარხული, ჩვენც ვერ გავერკვიეთ. შეიძლება მამა აიძულებდეს და შეძლება შურისძიება იყოს. გაგიჟებული ყოფილა კაცი, ძლივს წაიყვანეს. ყვიროდა - მომკალით, ეს რას მაბრალებთო. უწესიერესი ადამიანია. რა მოხდა ამ ბავშვის თავში და რა უბედურება ტრიალებს, ეს გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს,“ - ეუბნება „რეზონანსს“ დაკავებულის ნათესავი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×