ელზა პაპოშვილი
13.09.2022

ვენდეტა გურიაში - სამშაბათს 23 წლის გიგა როყვას მკვლლეობაში ბრალდებულის ნათესავი დაჭრეს. არსებობს ეჭვი, რომ 54 წლის მამაკაცს, დემურ გოგოტიშვილს 10-მდე ჭრილობა სამართებლით სწორედ მოკლულის ახლობელმა მიაყენა. დემურ გოგოტიშვილს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ღამით საკუთარ სახლში ეძინა. არაოფიციალური ინფორმაციით, დანაშაული ე.წ. კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

23 წლის გიგა როყვა იტალიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, როდესაც საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. დაჭრილი 54 წლის მამაკაცი კი როყვას მკვლელობაში ბარლდებული ვაჟა გოგოტიშვილის ბიძაა. შურისძიების ვერსიას არც გამოძიება უარყოფს.

ადგილობრივეები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ დემურ გოგოტიშვილი სახლში, საკუთარ საწოლში დაჩეხეს. მას ეძინა, როდესაც თავს მოულოდნელად დაესხნენ და ჭრილობები მიაყენეს. ის საავადმყოფოში ახლობელმა გადაიყვანა.

ადგილობრივები  ამბობენ, რომ საქმე ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის გარჩევას ეხება. მკვლელობაც და დაჭრაც, სავარაუდოდ,ე.წ. კანონიერ ქურდს გიგა მოდებაძესა და გიგა „ოზურგეცკის“ გარემოცვას შორის დაპირისპირებას უკავშირდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გიგა მოდებაძე მოკლული 23 წლის გიგა როყვას ნათლია იყო. დაჭრილი მამაკაცი კი ე.წ. კანონიერი ქურდის გიგა „ოზურგეცკის“  გარემოცვის წევრია.

სწორედ ამ ყველაფერს უკავშირებენ სისხლიან გარჩევებს, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო. 

„გიგა როყვას მკვლელობის ფაქტს უკავშირდება ყველაფერი. ეს დაჭრილი დემურ გოგოტიშვილი მკვლელობაში ბრალდებული ვაჟა გოგიტიშვილის ბიძაა. ეს არის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათ გარემოცვებს შორის დაწყებული დაპირისპირება. 

„გიგა იტალიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო დედის სანახავად და მალევე წასვლას აპირებდა. ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როედსაც ვაჟა გოგიტიშვილი შეხვდა. მათ შორის კარიერების ბიზნესთან დაკავშირებით  დაპირისპირება არსებობდა. ადრე ციხეშიც ამის გამო დაჭრა მოხდა. სწორედა ამის გამო იყვნენ ერთმანეთზე გადამტრებეული. 

„გიგა ეცადა, რომ კონფლიქტს გასცლოდა. ავტომობილში ჩაჯდა, თუმცა ის ავტომობილში ჩაცხრილეს. ადგილობრივებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. დამნაშავე კი ადგილიდან მიიმალა. მისი ბიძა პოლიციაში დაკითხვაზე იყო. სახლში დაბრუნებულს კი საწოლში მწოლარეს თავს დაესხნენ. მას სამართებლით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. არ ვიცით მას რას ედავებიან, მაგრამ ფაქტია, რომ შურისძიებაა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×