ელზა პაპოშვილი
09.09.2022

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ არ იცის რას ედავებიან და უდანაშაულოა. ყველაფერი კი ბავშვმა და მისმა დედამ მოიგონეს. თუმცა პედოფილიაში ბრალდებულ მამაკაცს გამოძიება გოგონასთვის ტექსტურ შეტყობინებებს, შანტაჟს, დაშინებას და გაუპატიურების მცდელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გარყვნილი ქმედება მამაკაცმა საკუთარი შვილის მეგობართან ჩაიდინა. მისი ვაჟი და დაზარალებული არასრწულოვანი გოგონა კლასელები არიან.   

ადგილობრივები „რეზონანსს“  უყვებიან, რომ 12 წლის გოგო მისთვის ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ჯერ მანქანაში ჩაისვა, შემდეგ კი მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება სცადა. არასრულწლოვანს მამაკაცი აშანტაჟებდა, წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და დანაშაულის გამხელის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სკოლის მოსწავლემ მამაკაცის მუქარის მიუხედავად დანაშაულის შესახებ მშობელს მოუყვა, ამის შემდეგ ტაქსის მძღოლს და გოგონას დედას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამბის გაგებისას კი მას მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. სავარაუდოდ,  მამაკაცი მიხვდა, რომ გოგოს დედა პოლიციას მიმართავდა და გაიქცა. თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. უკვე დაკითხულია მოზარდის მშობელი და ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს.   

„ამ კაცის შვილი და ეს გოგონა კლასელები არიან. ასევე მეზობლები და ბავშვთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც ამბობენ, გოგონა როდესაც მეგობართნ სტუმრად მიდიოდა, კაცი მას ეკონატქტებოდა და ნდობაში შევიდა. ამის შემდეგ კი ქუჩაში ავტომობილში ჩაისვა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. ბავშვს აფრთხილებდა და ემუქრებოდა, რომ თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, მასაც და დედამისაც პრობლემები შეექმნებოდათ. გოგონამ დედას მაინც უთხრა და ამის შემდეგ ქალი მას სახლში მიუვადრა. უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ ამას არ შეარჩენდა. ამ დაპირისპირების მერე   კაცი გაუჩინარდა. პოლიცია რომ მოვიდა, სახლში აღარ იყო. ტექსტური შეტყობინებებიც აქვს პოლიციას, სადაც ემქურება, რომ არაფერი თქვას. საშინელებაა რა შეიძლება ითქვას. ბავშვი სახლიდან სოციალურმა მუშაკებმა გაიყვანეს და ის ახლა თავშესაფარშია. ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციურ მდგომარეობაშია“, - ყვება მეზობელი „რეზონანსთან“.   

დაკავებულის ადვოკატი  გიგა ჯეირანაშვილი კი  აცხადებს, რომ დაკავებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია.

„დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც გაურკვევლობაშია“, – განაცხადა ჯეირანაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებული მიმალვაში არ ყოფილა. ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.     

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×