ელზა პაპოშვილი
08.09.2022

პედოფილიის შემზარავი ფაქტი შიდა ქართლში - გორში ტაქსის მძღოლს 13 წლის გოგონას გატაცეებასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მამაკაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიცია ეძებს. ის უკვე ორი დღეა მეზობლებს არ უნახავთ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მომხდარის გახმაურების შემდეგ მამაკაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მან თავს გაქცევით უშველა. 

პოლიციას მომხდარის შესახებ გოგონას დედამ შეატყობინა. ამ დროისთვის  მოზარდს ექსეპრტიზა უტარდება და საგმოძიებო ღონისძიებები მიდის. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა დედას თავად მოუყვა და უთხრა, რომ მამაკაცი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა. 

ბრალდებულიც და დაზარალებული არასრუწლოვანიც ერთ კორპუსში ცხოვრობენ და მეზობლები არიან. დაზარალებული გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და როგორც მეზობლები ყვებიან, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. 

„ერთ კორპუსში ცხოვრობენ. ეს კაცი მეოთხე სართულზე ცხოვრობს, გოგონა და მისი ოჯახი - უფრო ქვემოთ. როგორ მოხვდა ბავშვი ამ კაცის მანქანაში, არ ვიცით. ეს კაცი ტაქსაობს და 60 წლამდე იქნება. როგორც  ბავშვი ყვება, ის მამაკაცმა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩაისვა და შემდეგ მის გაუპატიურებას ცდილობდა თუ მოახერხა, ალბათ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

„ძალიან მძიმე სიტუაციაა... ასეთი რამ ამხელა კაცმა როგორ უნდა იკადროს, არ ვიცი. დედა ამ კაცს ქუჩაში უყვიროდა და ეუბნებოდა - ეს რა ჩაიდინეო. მერე მეზობლებმაც რომ გაიგეს, სცემეს. ამის შემდეგ უკვე ორი დღეა კაცი გაუჩინარდა. 

„დედამ მალევე  პოლიციაში დარეკა და ეძებენო. გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ოჯახია. ბავშვი რით მიიტყუა და როგორ შევიდა ნდობაში, უცნობია. ფაქტია, რომ მასზე ძალადობა სცადა. პოლიცია მაშინვე მოვიდა და მთელს სამეზობლოს გვკითხავენ“, - ამბობს „რეზონანსთან“ გოგონას მეზობელი. 

საქმეში  ჩართულია სოცმუშაკი, სკოლის მოსწავლესთან პარალლეურად  ფსიქოლოგი მუშაობს. ამ ეტაპზე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება გაუპატიურების მცდელობის სსკ-ის 19-137-ე მუხლით არის დაწყებული.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×