ელზა პაპოშვილი
12.06.2022

სკოლის მოსწავლემ, სავარაუდო ბულინგის გამო თვითმკვლელობა სცადა. ფაქტი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც არასრუწლოვნის ოჯახი და ახლობლები აცხადებენ, 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობისკენ სკოლაში მომხდარმა ინციდენტმა უბიძგა, როდესაც მას თანატოლების თანდასწრებით სკოლის დირექტორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

სახლში დაბრუნების შემდეგ გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენეა, თუმცა მშბლებმა მიუსწრეს და გადარჩა. მის ჯამრთელობას საფრთხე უკვე აღარ ემუქრება, თუმცა მშობლები სკოლის დირექტორის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.  

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ბავშვი ამჟამად სხვა სკოლაში დადის და მათაც ფაქტის შესახებ მომხდარის შემდეგ გაიგეს. მათი ინფორმაციით, ბავშვი სკოლის დირეტქორმა დაამცირა, მის ოჯახს და პირადად მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.

„ზუსტად არავინ იცის რა  მოხდა. როგორც მშობლები ამბობენ, სკოლიდან მოსვლის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. ბავშვი აღელვებული და განერვიულებული იყო. რომ მოიკითხეს რა მოხდა და რა იყო ამის მიზეზი, თვითმხილველებმა უთხრეს, რომ სკოლის დირექტორმა გოგონაზე ფსიქოლოგიურად იძალადა. მას და მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებდა და მგონი თანატოლების თანდასწრებით დაამცირა. 

„არ ვიცით რა გახდა კონლფიქტის მიზეზი, მაგრამ ბავშვის ასე დამცირებამ რაც მოიტანა, ფაქტია. ახლა, როგორც ვიცით, სხვა სკოლაში გადაიყვანეს და ოჯახი მის ფსიქოლოგიურად დახმარებას ცდილობს. ეს თუ სიმართლეა, ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ოჯახის ინტერესების დამცველი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, არასრუწლოვანი  კი დაზარალებულად სცნეს. მოზარდის ოჯახი და ადვოკატი მოითხოვენ, გამოძიება დროულად დასრულდეს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დირექტორს ბრალი წარედგინოს.

„დიახ, ნამდვილად, დირექტორმა მასზე გაუგონარი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. მშობლებს მოიხსენიებდა აუგად, ლანძღავდა, რის გამოც 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. 

„უნდა დადგინდეს, კონკრეტულ ქმედებაში იკვეთება თუ არა დირექტორის ბრალეულობა. თუ იკვეთება, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სკოლის დირექტორი იყოს სასწრაფო წესით ჩამოცილებული საქმიანობას და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - აცხადებს უფლებადამცველი ლევან ჭელიძე.   

სკოლის ადმინისტრაციაში მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×