ელზა პაპოშვილი
10.06.2022

სროლა და შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - შეიარაღებული მძარცველი ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი იარაღის მუქარით სალაროს გახსნას ითხოვდა. მან მძევლების აყვანა და თანხის გატაცება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ბანკის თანამშრომელმა განგაშის ღილაკის ჩართვა მოახერხა, მძარცველი კი ადგილიდან გაიქცა. 

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე არსებულ ფილიალში პოლიცია ადგილზე მალევე  მივიდა, თუმცა თავდამსხმელი გაქცეული დახვდათ. მისი  დაკავება სამძევრო ღონისძიებების შედეგად მალევე  მოხერხდა. გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით მიმდინარეიბს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დაკავებული 25 წლამდე მამაკაცია.  

როგორც თვითმხილველები აბობენ ადგილზე ერთი გასროლის ხმა იყო და  მალევე ადგილზე პოლიცია გამოჩნდა. ბანკის თანამშრომლებმა  და მომხმარებლებმა ბანკის შენობიდან გამოქცევა შეძლეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ახლაგზარდა მამაკაცს ყვითელი ჰუდი ეცვა და სათვალე ეკეთა. მას თავზე კაპიშონიჰქონდა წამოფარებული და 20-დან 25 წლამდე იქნებოდა.    

„ბანკში შემოვარდა და ყვირილი დაიწყო, რომ ძარცვა იყო. მერე მეტი დამაჯერებლობისთვის ჰაერში გაისროლა. მას ბანკის თანამშრომლების და მომხმარებლების მძევლად აყვანა სურდა. არ ვიცით, ვიღაცამ საგანგებო სიგნალის ჩართვა მოასწრო. შეშინებულმა ხალხმა კი ბანკიდან გამოქცევა შეძლო. ბიჭი მიხვდა, რომ სალაროს ვერავინ გაუღებდა და თან სიგნალიზაციის შემდეგ პოლიცია მალევე მოვიდოდა და ბანკიდან ისიც გაიქცა. 

„არ ვიცით ჰქონდა თუ არა ირაღი, მაგრამ რაღაც სროლის ხმა რომ იყო, ფაქტია. ყვიროდა - სალარო გახსენით და ფული მომეცითო. პოლიცია ადგილზე მალევე მოვიდა და გაქცეულს დაედევნენ. სადღაც ბანკის ახლომახლოს დევნის დროს დააკავეს. ყვითელი ჰუდი ეცვა, თავზე წამოფარებული ჰქონდა და სათვალე ეკეთა. აშკარად ახალგაზრდა იყო. ასე 20-დან 25 წალმდე იქნებოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×