ელზა პაპოშვილი
26.05.2022

საზარელი მკვლელობა პოლონეთში - 27 წლის ანა ყალიჩავა, სავარაუდოდ, ქმარა ჯერ  მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. თვითდაზიანებები მამაკაცმაც მიიყენა და ცოლის მოკვლის შემდეგ, მან თვითმკვლლეობა სცადა. ირკვევა, რომ თემო ლამაზოღლიმ ყალიჩავას ყელი გამოჭრა. 

როგორც ქალის ახლობლები ყვებიან, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი საქრათველოში წამოსვლას მოჰყვა. ქალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, მაგრამ, მასთან განშორებას ვერ ახერხებდა. ქმარი ქალს ამის გამო მოკვლით ემუქრებოდა. წყვილს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც ახლა ვარშავაში ბაბუასთან  იმყოფებიან. ქალი მანამდე შველას საქართველოდანაც ითხოვდა, თუმცა, დახმარება სამწუხაროდ, ვერავინ აღმოუჩინა. 

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო და ემიგრაციაში მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი წლის წინ წავიდა. თუმცა, ქმრის მხრიდან ძალადობის გამო ის მასთან განშორებას და სახლში დაბრუნებას აპირებდა. ქალი პოლონეთიდან საქართველოში 11 ივნისს უნდა გამოფრენილიყო, ჰქონდა შესაბამისი ბილეთები, თუმცა, მას შემდეგ რაც ქმარმა მისი გეგმები გაიგო, თავდაპირველად მცირეწლოვანი შვილები შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა, მამამის ჩააბარა, უკან დაბრუნდა და ცოლს სასტიკად გაუსწორდა.  

„არ ვიცით რა ვთქვათ, ძალადობის მსხვეერპლი ადრეც იყო. თუმცა, ამბობდა, რომ სამი შვილით სად წავიდეო. მერე ამბობდა, რომ თუ გაშორდებოდა, მაინც გაუსწორდებოდა და ახლა ოჯახი ეცოდებოდა. ძალინ მძიმტ პირობებში ცხოვრობდა. ერთი წლის წინ პოლონეთში 3 შვილთან ერთად წავიდა. ეგონა იქნება იქ მაინც რაღაცა შეიცვალოს, ეკონომიკური პირობები გაგვიუმჯობესდეს და მასაც ნერვები დაუწყნარდებაო. ასე არ მოხდა. ცოლზე ძალადობას განაგრძობდა. ამიტომ გოგომ სახლში დაბრუნება და განშორება გადაწყვიტა. ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა და 11 ივნისს სახლში ბრუნდებოდა. 

„ეს გაიგო და კონფლიქტი ამის გამო მოუვიდათ. ბავშვები სახლიდან წაიყვანა, მამას ჩააბარა და უკან დაბრუნებული სასტიკად გაუსწორდა. ჯერ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. თვითონაც თვითდაზიანებები მიიყენა. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მკვლელობამდე ოჯახს ეუბნებოდა, რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო და შველას ითხოვდა. გამოიძახა პოლონეთის პოლიცია, კაცს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს, მაგრამ ვერაფერმა უშველა“, - უყვება „რეზონანსს“ მოკლული ქალის ახლობელი. 

მოკლულის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას და ასევე ანა ყალიჩავას მცირეწლოვანი შბვილებზე მეურვეობის მინიჭებას ითხოვს.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×