ელზა პაპოშვილი
17.05.2022

ხელვაჩაურში, ფრიდონ ინჯიას გამზირზე დღისით, გამვლელების თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილ ცოლს დაესხა თავს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიკროავტობისში ჩაჯდა და მიმალვა სცადა. 35 წლის ქალი გადაარჩინეს. პოლიცია კი „მარშრუტკას“ დაედევნა და თავდამსხმელი დააპატიმრა.

ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მამაკაცის დაკვება ადგილობრივებმა ვერ მოახერხეს. მან გაქცევა სამარშუტო მიკროავტობუსით სცადა, თუმცა ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ის დააკავა. ქალის მდგომარეობა მედიკოსების თქმით სტაბილურია. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.   

გამოძიება კი 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სხეულის გაანზრახ დაზაინებას გულისხმობს.

„კივილის ხმა გავიგეთ. საცხობის უკანა მხარეს გავიქეცით და მიწაზე მწოლი, სისხლში ამოსვრილი გოგო ვნახეთ. იმდენად შოკში იყო, ვერაფერს ამბობდა. მხოლოდ შველას ითხოვდა. მამაკაცი არ დაგვინახავს, მან გაქცევა მოასწრო. 

„სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოვიძახეთ. რამოდენიმე ჭრილობა ზურგში ჰქონდა. თავს უკანიდან დასხმია და გზაზე მომავალს რამოდენიმეჯერ დაარტყა. შემობრუნდა და ყოფილი ქმარი დაინახა. ქალის ყვირილის შემდეგ  გაიქცა. 

„კაცები გამოვარდნენ, ეძებდნენ და ვიღაცამ თქვა „მარშუტკაში“ ჩაჯდაო. პოლიცია გამოედევნა და „მარშუტკიდან“ ჩამოაგდეს. გოგომ საბავშვო სახლში ბავშვი მიიყვანა და რომ გამოვიდა, გარეთ ცასაფრებული ელოდა. როგორც კი ბაღს გამოცდა, უკან აყვა და თავს დაესხა. თან ისეთი ადგილი აქვს შერჩეული, სადაც ხალხი არ იყო და გაქცევაც ადვილად შეძლო. გოგო სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და ამბობენ უკეთესად არისო“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×